ძალიან კარგი მანქანაა, ძალიან კარგი დიზაინით და ძალიან კარგად დადის!
გამძლეობა აქვს საშუალო. ნაწილების პრობლემა არ არის - ბევრ სხვა მანქანაზე მარტივად იშოვება. არის სხვადასხვა მოდიფიკაცია, რის მიხედვითაც სიმძლავრე განსხვავდება, შესაბამისად რას გაასწრებ და რას ვერა ასე მარტივად ვერ გაიგებ.
ყველაზე ნელი ვერსიაც კი იმდენად გემრიელი სატარებელია რომ ვინ გასწრებს და ვინ არა - სულ ერთია

რა თქმა უნდა იდეალური არ არის, ვინაიდან:
1. ძრავის რესური მაინც და მაინც დიდი არ აქვს, თუმცა თავისი რესურსი ფარგლებში მეტ ტანჯვას უძლებს ვიდრე ბევრი სხვა. რემონტი შესაძლებელია და კოლოსალური თანხა არ ჯდება - თუ დოლარის ამჟამინდელი კურსს არ გავითვალისწინებთ.
2. წვა - რამდენს წვავს ვერ დავადგინე. ზოგს უწვავს 11-ს, ზოგს 18-ს.