შეიძლება ვინმეს გამოგადგეთ.
ერთი კვირის განმავლობაში მანქანა ნორმალურად არ იქოქებოდა. ვერც ბენზინზე, ვერც გაზზე. გაზი მიყენია მე-3 თაობა.
ერთი სიტყვით მივიყვანე მატორისტთან.
დიაგნოზი:
1) ან ბენზონასოსი გადაიწვა
2) ან ბენზინის ფილტრია გამოსაცვლელი
3) ან ვპრისკია გასაწმენდი
4) ან აკუმულატორის კლემმებია გასაწმენდი
5) ან ყველაფერი ერთად, გაზზე გადაყვანის მერე ეს პრობლემები მოსალოდნელია და ა.შ....
რასაკვირველია არცერთი არ გავაკეთე
გუშინ მოვიცალე და დავათვალიერე გაზის რედუქტორი (ჩამქრალ ძრავზე) და რაღაც მომენტში გავიგონე გაზის ხმა, თითქოს აპარებდა, ისეთი.
წავუსვი ქაფი, მაგრამ გაჟონვის ნიშნები არ აღმოაჩნდა. არც გაზის სუნი მიგრძვნია. დავასკვენი, რომ რედუქტორში იყო პრობლემა: გაზი ჩამქრალზეც ძრავს მიეწოდებოდა!
გადავკეტე ბალონის ვენტილი, გაჭირვებით დავქოქე და სისტემაში მყოფი გაზი ბოლომდე გავხარჯე. ძრავი რომ ჩაქრა, გადავიყვანე ბენზინზე და დაქოქვა ვცადე. ევრიკა! დაიქოქა ძველებურად, უპრობლემოდ. ერთ საათშიც, ორ საათშიც და დღეს დილასაც.
შედეგი: გამოიცვალა გაზის რედუქტორის მაღალი წნევის კლაპანი - 10 ლარი + 10 ლარი ხელობა. სულ 20 ლარი

ამას ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ ვერც ერთ ფორუმზე ვერ ვიპოვე. არა და შანსი არაა, ვინმეს არ დამართნოდა.
ყველას კეთილ მგზავრობას გისურვებთ!