სიზუსტისა რა გითხრა არ ვიცი. ფასები ყოველდღე ძვირდება. ყველაზე ბომჟ ვარიანტს ჩამოგიწერ მაქსიმალურად მიახლოებული ფასებით. რომელიც მე მიყენია და კმაყოფილი ვარ.
1.-მესამე თაობა რედუქტორი Mimgaz (თურქული) ახალი 50-ლარი ან იტალიური ნახმარი 50-60 ლარი მე თურქულს ახალს გირჩევდი
2.-ინჟექტორების ემულატორი ( ანუ ინჟექტორების გამთიში ) 40-ლარი
3.-შლანგები რედუქტორიდან ხლაპუშკამდე 1.5-მეტრი დაგჭირდება + - 4-ლარი
4.-რედუქტორის წყლის შლანგები 2-ლარი მეტრა სულ 2-მეტრა ყელში ამოუვა ( უკრაინულები სტაფილოსფერი ზოლით 1-წელი ძლებს.. იმენა წყლისა არაა მარა იაფია და 1-წელი ჯიგრულად მუშაობს ) 4-ლარი
5.-გაზის მაჩვენებელი 8-ლარი
6.-გაზი-ბენზინის გადამრთველი კნობკა 2-ლარი
7.-ხლაპუშკის ფასი არ ვიცი. ეგ გინდა ახალი იყოს გინდა ნახმარი არაფერი რაზნიცა არა აქ. ძვირი არ ეღირება ალბათ 10-ლარის ფარგლებში
8.-გაზის ბალონიდან რედუქტორამდე მიმავალი მილი. არც ამისი ფასი არ ვიცი მაგრამ მიახლოებით სადღც 20-25 ლარი ვიანგარიშოთ +-
9.-იტალიური გაზის ბალონი თვისი დამტენითა და კრანით მეორადი 200-ლარი ( ყიდვის დროს წლობანებას დააკვირდი )
10.-ხელობა 100-120 ლარი ყველაფრის ჩაყენებით. გააჩნია სირთულეს და შესრულებული სამუშაოს ხანგრძლივობას
11.-შეიძლება ბალონი დაკაწრული იყოს და კრასკა გადამძვრალი და ერთი 3-ლარიანი ბალონჩიკი კრასკაც მაგის გასაკრასკად
12.-რავი ბაგაჟნიკში ბალონის დასამაგრებლად ტრუბაკვადრატი რამდენი დაგჭირდება, ბოლტები და ლენტები ეგ არ ვიცი რა ეღირება. ნუ ჰა ჯანდაბას ეს ყველაფერი გაწელე-გამოწელე და 50-ლარი ვიანგარიშოთ
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მიახლოებითი ფასი ხო იცი ეხლა ბალონი შენით რო დაითრიო აპარატურა რამდენი უნდა დაგიჯდეს. გაიარე ხელოსნებთან და დაებაზრე ბალონი რო მოგიტანო მესამე თაობის აპარატურას ბალონიანად რამდენში ჩამიყენებთქო. რედუქტორს თურქულს დააყენებ თუ იტალიურს ეგ შენ მოიფიქრე. ფასში დიდი სხვაობაა ახალ თურქულ და ახალ იტალიურ რედუქტორს შორის და მაგიტომ. მე მაგალითად თურქული მიყენია და არ ვემდური.
სვეჩები თუ შესაცვლელი გაგიხდა ცალი 5-ლარი. ბოშ 8+ მუშაობს ჯიგრულად ბიუჯეტური ვარიანტებიდან
დალშე ვარიატორის თუ დააყენებ ეგ 60-ლარიდან ზევით. ეგ აუცილებელი არაა მაგრამ სასურველია.