ჩინურია ეგ აპარატურა. ჯვარს გვაცვა 2 მანქანაზე.. ორივე ისე გაიყიდა ვერ გასწორდა. ბენზინი გაზზე გადასვლის დროს ქრებოდა ყოველთვის..
მე გირჩევ ოემველი დააყენო. 4 მანქანაზე გვქონდა და არცერთზე პრობლემა არ იყო.. ახლობელს ჰქონდა ძველ შესოტზე 6.0 იყო და 3.2 ძრავი იყო ჩადებული.. მთელი ერთი წელი ვუყურე როგორ ქოქავდა ყოველ დილას ეგრევე გაზზე.. მაგის მერე დავაყენე გაზი და თან გამიმართლა რომ ოემველი შემხვდა, აზრზე არ ვიყავი მაშინ.. 50 000 ისე ვიარე გაზის ფილტრიც არ ეყენა და რაის არევა და პრობლემები არ გამიგია.. მერე დაიბრიდა ლამბდა.. სანამ ეგ გავიგე მანამდე
გაზის ინჟექტორებში ხან ბენზინი ვასხი ხან სპირტი მეთქი ჭუჭყია.. პლიუს დავშალე და პრუჟინები დავწელე.. მაინც მუშაობდა .. შევცვალე მერე ლამბდა დაჩიკი და ეს დაწელილი პრუჟინები კუსაჩკით დავამოკლე.. მეთქი ასე უკეთესია.. რა თქმა უნდა გავაფუჭე ინჟექტორები.. ყველა თანაბრად აღარ სწორდებოდა.. 20$ ღირდა ეგ გულანები ამაზონზე 4ვე. მარტო მაგას უნდოდა შეცვლა.
გავვარდი და მაგის მაგივრად ვითომ ახალი იყო ნახმარი ინჟექტორების ბლოკი მომყიდეს. 1 ცალი ჩატეხილი პრუჟინით.. მაგანაც თავიდან იმუშავა 2 თვე და მერე ცივზე აღარ მომწონდა და დავშალე 1 კვირის უკან.. ჩატეხილი პრუჟინა შემრჩა ხელში..
ბოლოს ვიყიდე გაუხსნელი დაბეჭდილი ინჟექტორები და ვარ ბედნიერი. ამას ნაღდად გავუფრთხილდები და გაზის ფილტრსაც შევცვლი ხოლმე. კაიფი ისაა ხელოსანთან ვისთანაც მივსულვარ ამ გაფუჭებული ინჟექტორით რეგულირებაზე აბა რას დაარეგულირებდა და რომ ვერ გაასწორეს ხოლმე ბოლომდე კარგად ესაო მანქანას სჭირს რაღაცაო

)
დასკვნა: დააყენე კარგი აპარატურა და ყველაფერი იყოს ახალი და გაუხსნელი დარწმუნდი. პლიუს უყურე მონტაჟს. რაღაცეები შემოაფუჭდებათ ხოლმე ხელში ხელოსნებს ზოგჯერ..
გაზიტალი ფ5 კომპით დააყენე თუ მაინცდამაინც მაგას აირჩევ.. იაფიანი აპარატურაა და ფასის გამო მუშაობს ბევრი მაგაზე..
ჩემი ხმა ლანდის ოემველს და ლოვატოს..