ვინმეს შეიძლება გამოგადგეთ ეს ინფო
მოკლედ დასრულდა ჩემი ექსპერიმენტის პირველი ეტაპი.
როგორც დავწერე სულ დაცლილზე დავტენე გაზი ჩავასხი 20 ლარის და მაგან გამატარა 151KM და წითელზე ნასიარულები მქონდა ერთი 15კმ ანუ მალე დაიცლებოდა მთლიანად.
მოკლედ შედეგი 20 ლარის გაზი = 151კმს
ყველაზე ცუდი შედეგია რაც კი მქონია მინ 170ს გავდივარ ხოლმე ძირითადად რატომ მოხდა ეგრე არ ვიცი მაგასაც გადავტესტავ სხვა გგს ის გაზზე.
მერე მაგ ამბავზე გაბრაზებულმა ავდექი და ჩავასი ფრეგოს რეგურალი დიახ ფრეგოსი და დიახ ყველაზე იაფიანი რეგულარი :crazy:
1.38 იანი რეგურალი 20 ლარში მოვიდა 14.49 ლიტრი, ხო ჩავასხი წითელ ანთებულზე, ახალი ანთებული ქონდა წითელი ბენზინის მზომს.
რასაც ახლა წაიკIთხავთ გაგაოცებთ :crazy:
ამ 20 ლარის ბეზინით გავიარე 143.5კმ და მერე აანთო წითელი
ნუ ეხლა რათქმაუნდა ყველაფერი ზუსტი და 100% არაა მარა მიახლობით შედეგი ჩანს რა
20 ლარის გაზით 151კმ
20 ლარის 1.38 იანი ბეზინით 143.5კმ
ხო მანქანის წვა ბენზინზე გამოდის 10.09 ლიტრი 100კმზე (ეს ისევ ჩემს არასტანდარტულ სიარულს მივაწეროთ)
ეგაა და გორის ციხე, ეხლა თავიდან დავტენი გაზს სულ დაცლილზე ოღონდ ნორმალურ გგს ზე და ვცდი კიდევ ერთხელ რამდენს გამატარებს 20 ლარით თუ ისევ 150კმს ფარგლებში გავიარე ჩემთვის გაზის ჩასხმას აზრი ეკარგება იმასაც თუ გავითვალისიწნებთ რომ დილით ბენზინსაც ვხარჯავ სანამ გათბება და ეგ ხარჯი გააბათილებს ალბათ იმ 10კმ მეტის გატარების საფასურს.