ikaraulამის დედაც ჯეკ! აიმ ბილწინგ.

მგონი მარტო მე და შენ ვამტკიცებთ, რომ გაზზე სიარული ჯობს ისევ ჩვენთვის.

ლუკოილის 45 ლიტრი პრემიუმი 330 კმ-ზე თბილისი-რუსთავის რეჟიმზე. ეს მაშინ, როდესაც კარგად მახსოვს, რომ 1,28 ლარად გაზს რომ ვასხამდი ხოლმე, 10 ლარის გაზით ჩავდიოდი თბილისში და ჩამოვდიოდი ხოლმე. ზუსტად 10 ლარის უნდოდა ხოლმე. ტალონები რომ არ მქონდა ხოლმე, ხშირად ჩამისხამს მხოლოდ 10 ლარის გაზი დილაობით და საღამოს ჩამოვსულვარ რუსთავში. ყოფილა შემთხვევა, რომ გამთავებია კიდეც შესასვლელში ან კრწანისთან და ა.შ.
სულ რომ მინიმუმალური ვიანგარიშო და ეს 10 ლარი (ტალონებით რომ 1,16 ლარადაც რომ არ ვიყიდო გაზი და 1,28 ლარი ვიანგარიშო) ვთქვათ 50 კმ-ზე (რეალურად კი დაახლოებით 58-60 კმ-ს ვწერ ხოლმე წადიწამოდიზე), გამოდის, რომ 100 კმ-ზე მჭირდება 20 ლარის გაზი.
ეხლა ბენზინი: 45*1,49=67 ლარი. 67/330*100=20,3 ლარი 100 კმ-ზე. ანუ 13,6 ლიტრი
ჰმ... სხვაობა არ გამომდის(?).
აღარ დავარედაქტირებ რაღაცრაღაცეებს...
ეს ალბათ ძალიან შავად რომ ვანგარიშობ, იმის ბრალია.
კარგი, ვიანგარიშებ მაშინ მინიმუმ 55 კმ-ზე ამ 10 ლარს და 1,16 ლარად ვიყიდი გაზს...
10 ლარის გაზი 1,28 ლარად ნაყიდი არის 7,81 კუბი.
100 კმ-ზე მჭირდება 7,81/55*100=14,2 კუბი გაზი, ეს კი 14,2*1,16=16,47 ლარია
ანუ რეალური და შესაძლებლად არაშავად ანგარიშის შედეგად
გამოვიდა, რომ 100 კმ-ზე გაზი მჭირდება 16,5 ლარი, ხოლო ბენზინი 20 ლარის. სხვაობაა 3,5 ლარი 100 კმ-ზე.
ეხლა ერთი კიდევ: ჩვენ როდესაც გავლილ კილომეტრაჟს ვანგარიშობთ, გაზით სიარულის დროს არასდრო ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ გაზზე მუშაობის პროცესში ყოველთვის მოძრაობ. ანუ დაქოქე და დაძარი, სანამ ძრავი გათბება, შეიძლება კილომეტრიც კი გაიარო ბენზინით, რაც მერე გაზით გავლილ კილომეტრაჟს უნდა მიეწეროს იასნია. თუ გათბობას ელოდები და მერე დაძრავ, მაინც სუფთა მანძილი აქვს გაზს, რადგან ფაქტია, რომ გაზი თუ იწვის, მანქანა მოძრაობს. ბენზინზე კი არაა მასე. თუ ბენზინი იწვის, შეიძლება ის "ტყუილად" იწვის მხოლოდ იმიტომ, რომ ძრავი უნდა გათბეს. გვაქვს დათვლილი ვინ რამდენჯერ ძრავის გათბობაში რამდენს ვხარჯავთ ბენზინს? და მერე ეს დაქოქვების რაოდენობა რამდენ კილომეტრზე ნაწილდება?! არა. დატესტვაში თუ ამასაც გამოვიყენებთ, კარგი იქნება. უფრო ზუსტად გვეცოდინება რეალური ხარჯი.
ანუ გაზს ვაპრავებდი და ვქექე, ვქექე და რა გამომივიდა?!

უკვე აღარ ვიცი რა ვთქვა. არ ვიცი და არ მახსოვს, რამდენს ვასხამდი ხოლმე ბენზინს გაზით სიარულის პერიოდში.
რედაქტირების შემდეგ დამატება: მაგრამ თუ ბენზინს 1,49 ლარად არ ჩავასხამ?!
* * *
ikaraulეხლა კიდევ უნდა წავიდე თურქეთში და აღარ უნდა ვიარო ეკონომიურად, ვივლი ისე, როგორც გაზზე დავდიოდი ხოლმე და ვნახოთ რას დამიწვავს. გაზზე ეკონომიას ნაკლებად ვაკეთებდი ხოლმე.
This post has been edited by serjhanti on 23 Feb 2016, 10:18