ისე ამხელა გაზის თემაა და დანასტროიკება არ ვასწავლოთ ერთმანეთს ?

) რუსულ ფორუმებზე ათასნაირი საწვავის რუქები დევს და ერთმანეთს ადარებენ.. კაბელი 10 დოლარია. პროგრამა ,ამ კაბელს ,რომ ვიყიდე აბსოლუტურად ყველა აპარატურის მოჰყვა. ალბათ ერთი 20 ნაირი აპარატურის პროგრამაა.ზოგიერთი თუ არსებობდა არც ვიცოდი. კაბელის დრაივერი, პროგრამა , კაბელი და ეგაა. ლეპტოპი გინდა კარგი აკუმულატორით. ჩემი კაბელი მოკლე იყო სალონამდე არ წვდებოდა. დავანასტროიკებდი გავიდოდი ვნახავდი ლამბდას მაჩვენებლებს სიარულში მოვიდოდი. ერთი 30 ჯერ მაინც ვარ გასული მოსული

) ბოლოს ეგ ლეპტოპიც დაიწვა და ბოლო ნასტროიკაც რაც მოვარტყი მომეწონა ასე თუ ისე და აღარც მიჩალიჩია. მაგრამ საწვავის რუქა სულ სხვანაირად დაჯდა. ყველა სხვა რუკებისგან რადიკალურად სხვა და სტანდარტული რუქისგანაც რადიკალურად სხვა. სტანდარტული რუქით ინჟეტორების აქტივობა შუა ნაწილშია ყველაზე მაღალი და ზემოთ და ქვემოთ იკლებს. ჩემთან კიდევ რომ ვასწორე მივიღე ზედა მხრიდან ქვემოთკენ ზრდა. ანუ ლოგიკურად ზემოთ დატვირთვა ნაკლებია და ინჟექტორების მაჩვენებლებიც ნაკლებია და ქვემოთ ანუ მეტ დატვირთვაზე მეტი მოითხოვა ანუ მეტი გაზის მიწოდება.
ეს სტანდარტულ რუქებზე არაა ესე და არც თვითონ პროგრამის სტანდარტულ საწვავის რუქაზე. .
დაახლოებით ასე ასწორებდნენ ხოლმე სურათზე რომ არის და სადაც მაღალი მაჩვენებელია მაგ რეჟიმზე მუშაობის დროს მდიდარ სმესს ანახებდა ხოლმე . დაახლოებით 80 დან 94 ის მაჩვენებლებში დამიჯდა ამ ბოლოს რომ გავასწორე.
ხო მართლა ჩემი ტაჩკა ამ ბოლო დროს ბენზინზეც სადღაც +15 ღარიბ სმესზე მუშაობს და მაგის ფარგლებში დავაყენე გაზი და ამუშავდა საკაიფოდ.. 0 თან ახლოს რომ გავასწორო წაატალჩოკებს მერე ხანდახან და ასე მაგარი მდორე გადასვლები აქვს გაზის დაჭერა აშვებებს დროს ან სიჩქარის შეცვლის დროს. ან გაზზე ფეხის აშვების დროს. რატომღაც მგონია რომ გაზს სხვა ნარჩენი აქვს და ბენზინს სხვა და ადაპტაციას გადის მანქანის კომპიუტერი. არ უნდა მოინდომორომ დაამთხვიო როცა შეიცვლება ლამბდას მაჩვენებელი. ჯერ ვიარე მარტო ბენზინზე და დავაფიქსირე რომ საშუალოდ ლამბდა +15 ში იყო. მერე გაზი რომ გავასწორე +15 ში ცოტა ხანში გაზზე სიარული საკაიფო გახდა და ბენზინზე რომ გადავრთავდი უკვე -10 მდე მდიდარ სმესს აჩვენებდა ბენზინზე მაგრამ მაინც კარგად დადის ორივეზე.. სამაგიეროდ მანამდე როცა ვცდილობდი გაზი 0 თან ახლოს გამესწორებინა, ბენზინი იგივე +15 მდე იყო და სამაგიეროდ გაზი საკაიფო არ იყო და ბენზინზე დაქოქვაც უჭირდა ხოლმე. ანუ გაზზე ეგრე გასწორებული ბენზინის რეჟიმზე კომპიუტერს აბერინებდა.
This post has been edited by Moen17 on 29 May 2016, 22:20
მიმაგრებული სურათი