ვნახე რეგლამენტი
http://gov.ge/files/411_48584_683435_167.20.04.15.pdfეს რა ყლინჯობაა?

რა სპეციალური ნაკვეთური/გარსაცმი და რა ნახვრეტები ძარაში? საიდან მოიგონეს
მუხლი 10. მოთხოვნები აირბალონების განთავსების მიმართ
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაში აირბალონების
განთავსებისას აირბალონების ვენტილი და მისი მილგაყვანილობასთან
შემაერთებელი ელემენტები მოთავსებული უნდა იყოს განცალკევებულ
ნაკვეთურში (შემდგომში - გარსაცმი).
2. გარსაცმის კონსტრუქციამ აირის გაჟონვისას უნდა გამორიცხოს
ავტოსატრანსპორტო საშუალების სამგზავრო სალონში შეღწევის
შესაძლებლობა.
3. გარსაცმის კონსტრუქციაში არახისტი მასალის გამოყენებისას ცალკე
უნდა იყოს გათვალისწინებული მექანიკური ზღუდის მოწყობა.
4. გარსაცმის შიდა სივრცის ვენტილაცია უნდა მოხდეს ერთი ან
რამდენიმე ხვრელის მეშვეობით, შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
12
ა) სავენტილაციო ხვრელების ჯამური ფართობი (მათში შემავალი
აირსადენების ფართობის გამოკლებით) არ უნდა იყოს 500 მმ2-ზე ნაკლები;
ბ) სავენტილაციო ხვრელი ავტოსატრანსპორტო საშუალების
გამონაბოლქვის სისტემიდან ან სითბოს სხვა რომელიმე წყაროდან
დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 100 მმ-ით.
5. აირბალონიანი გარსაცმის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს
აირბალონის ვენტილებთან თავისუფალ მიდგომას მათ დასაკეტად ან
გასახსნელად. გარსაცმის შიგნით ვენტილის სახელურის განთავსების
შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნა - თუ გარსაცმის
ხისტი კონსტრუქციის პირობებში აირბალონის ვენტილის სახელური
მთლიანად ნაკვეთურის შიგნით არის მოქცეული, მაშინ სახელურთან
მიდგომა უნდა განხორციელდეს ჰერმეტული ლუქის მეშვეობით, რომელიც
უნდა იღებოდეს ხელით, ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. ამასთან,
ლუქზე სავალდებულოა, იყოს ვენტილის დაკეტვის მიმართულების
მაჩვენებელი და წარწერა „დაკეტილია“.
* * *
serjhanti