ყველას დიდი მადლობა

ისე გეცხოვროთ ამაზე 10 ჯერ უკეთესები გყოლოდეთ

დღეს იყო პირველი დღე ( გუშინ სულ 10 კმ გავიარე მგონი სახლამდე )
ცოტა შოკში ვარ, ვეცდები ნორმალურად გადმოვცე

ც63 ის გაყიდვა რო გადავწყვიტე მინდოდა მ4 მეყიდა ან ახალი ც63, მისული ვიყავი ბმჭს ცენტრში მანქანის შესაკვეთად ( როცა გავიგე რო ც63 ზაფხულში გამოდიოდა ) ავაწყვეთ კონფიგურატორით მანქანა, ყველაფერი გავარკვიეთ და მეუბნებიან ფასი არ ვიცითო... იმდენი ხანი გამიწელეს
ყველაფერი რო აღარ ვიყიდე მ4, მერე ველოდებოდი ც63ის პრეზენტაციას და შემთხვევით გადავაწყდი ამ მანქანისას. მანდ დამთავრდა ამბავი ( თან ერთი კაცი მბურღავდა იყიდე იყიდეო

) )
გუშინწინ ჩამოვიდა, არადა თებერვალში აქ უნდა ყოფილიყო, ბენცის ცენტრმაც კაი ამაყირავა ისე, 2 თვე გადააცილეს.
დამირეკეს ჩამოვიდაო, შვილი მყავდა ბაღიდან გამოყვანილი და გავიყოლე
რო დავინახე ისტერიული სიცილი ამიტყდა სიხარულისგან
კომფორტულია, ბევრად უფრო კომფორტული ვიდრე მეგონა რო იქნებოდა, თუ სპორტ+ ან რეის მოუდი არ ჩართე პადვესკის, საჭე აქვს რაღაც არა ამქვეყნიური, სხვანაირად გრძნობ ყველა მოსახვევს, კარობკა........ როგორც ყველა დცტ მცტ პდკ და მისნაირები დაბალ სიჩქარეზე 5-20 კმ სიჩქარის დროს აქვს ”ძორგანიები” მანქანას. ცხვირი აქვს ს კლასზე გრძელი
მგონი, მაგრამ ეგრევე მივეჩვიე. სიგანე ვერ დავამუღამე ცოტა რაღაც ძალიან სხვანაირად ზიხარ მანქანაში ( არ ვმჯდარვარ მანამდე ესეტი კლასის სპორტ ქარში ).
ერთ ერთი საუკეთესო მომენტია დაქოქვა, უნდა იდგე და ქოქო პროსტა

))) კლაპნების რეგულირება უყენია ვიხლოპის, ხსნი ან ხურავ, როგორც გინდა. გახსნილზე რო ქოქავ გგონია რაღაცა ფეთქფება სადღაც ახლოს. ც63ს ქონდა სასწაული ხმა მაგრამ ეს რაღაც სხვაგან არის.
დღეს დავაზღვიე დილით და მანამდე სულ კანკალით ვიარე
ისე რაღაც პოზიტიური მანქანაა, დაღვრემილი სახეებით არ გიყურებენ ( როგორც ც63-ზე იყო ).
დრაგებზე და ამბებზე გამოსვლებს არ ვაპირებ, არც ტესტაობას, რაღაც სხვა მუღამში ვიყიდე
თუმცა ესე ეხლა ვფიქრობ, არ გამოვრიცხავ არაფერს