მე მაქვს შეხება. ჩვენ პირობებში გამომდგარიცაა და ზედგამოჭრილიც. მაღალი პასადკით, ეკონომიური, დინამიკაც ნორმალური (125ცხენით მითუმეტეს), 4x4-ზე თუა გამავლობაც საკაიფო, თოვლში მითუმეტეს.
იოზე მეტი რბილი და კომფორტული, სალონის ტევადობაც მეტი. უკან სამი კაცი უფრო თავისუფლად ჯდება ვიდრე იოში. ბაგაჟნიკიც უფრო ტევადი.
მექანიკაც მყავს 2004 და ვარიატორიც 2005.

მექანიკა ქალაქში 8.5ლ ტრასაზე 6.5ლ
ვარიკი ქალაქში 10ლ ტრასაზე 6.5ლ
ვარიკს ერთი მინუსი აქვს. თუ მეპატრონე არასწორად ჩაასხავს ზეთს, არ პატიობს და შეიძლება მწყობრიდანაც გამოვიდეს. ამიტომ სწორად უნდა შეარჩიო ორიგინალი ზეთი და სწორადაც უნდა შეცვალო და მუშაობს ჯიგრულად. თუმცა თუ 4x4-ზე გჭირდება და გიწევს "ბუქსაობები" მექანიკა ჯობია. ისედაც ნაკლებ პრობლემურია და ეკონომიურიც. ვარიატორი თუ გადახურდა ჩერდება ჯორივით :-)

მერე უნდა გაგრილდეს და ნელნელა მოდის აზრზე. ე.ი. თოვლში ბევრს ვერ აწვალებ.
ესეც მეზობელ თემიდან.
ესენი მაგარი სისულელეებია. ნაწილები "პრობლემური თითქმის არ იშოვება" კი არა, თითქმის არ ფუჭდება. აი გამახსენდა ერთი მინუსი კიდევ. მარცხენა "პადმატორნი პადუშკა" უფუჭდება ყველაზე ადვილად და არა ორიგინალის დაგებას, სულ არ შეცვალო ჯობია. ძაან უმნიშვნელო "დრაჟენიე" აქვს საჭეზე. 100 კაციდან 90 რომ ვერ შეამჩნევს ისეთი. თუ არადა ძველის შეკეთების მეთოდიც არის და თუ ვინმეს დაჭირდება ვასწავლი
რესტაილინგი აშკარად ჯობია ვიზუალურად... მეტი არა მახსენდება რა !
This post has been edited by mirzazrim on 5 May 2015, 01:05