მოკლედ, ჩემი დღე აშკარად არ იყო გუშინ:|. ჯერ იყო და საკვალიფიკაციოზე მომიწყდა(სველზე) და კედელს დავეჯახე. მანქანა პრაქტიკულად უმართავი იყო, ვერც ზანოსით ვიჭერდი ვერც ვერაფრით. შედეგად ვიზუალის გარდა ხადავოიშიც რაღაცა დაზიანდა, მაგრამ მომეხმარნენ ძმაკაცები და ჩემდა გასაკვირად მარტივად გავაკეთეთ(ისე რომ გამოსვლა შესაძლებელი ყოფილიყო) და ისევ ავედი სტარტთან, ისევ სველზე

დრო აზრზე არ ვარ რა მქონდა და ვაფშე სულერთია იმიტომ რომ მეორეზეც ისევ სველი იყო და პირველ სიჩქარეში ერთი 10ჯერ დავარტმევინე აგრანიჩიწელი რომ მანქანას ხოდი აეღო. რაც შეეხება წყვილში ზაეზდებს, სლკ-მ მე ვიტყოდი დამსახურებულად მომიგო, იმიტომ რომ ჩემზე კარგად იყო მომზადებული, ძალიან კარგ საბურავებზე იყო ჩემგან განსხვავებით(პრასტოი 50% საბურავებზე ვიყავი) და ძალიან გამირბოდა სტარტზე. ვინც ახლოდან უყურებდა ალბათ დაინახავდა მშრალზეც პირველ მეორეში როგორ ზანოსობდა მანქანა )) კინაღამ მეორე მხარესაც დავეჯახე კედელს )))))
რაც შეეხება ივენთს, მე მინიმალურ შეფასებას დავუწერდი რაც კი არსებობს ვაფშე! ჯერ დაწყებაზე ვიტყვი, გაშრობა დაწყებული ქონდა უკვე ასფალტს და კიდე 5-10 წუთი რომ მოეცადათ არავის გარდაეცვლებოდა ბებია. გინდა თუ არა დავიწყოთო. დავიწყეთ, კედელს შევეჯახე და მერე დაიწყეს კასკების დარიგება

მაგის მერე საკვალიფიკაციო გავიარე და ტიპები მეუბნებიან ვერ გაიარეო საკვალიფიკაციო. უკვე დაბლა ჩასვლას ვაპირებდი, არც მიკითხავს ვაფშე ჩემი დრო, თურმე საკვალიფიკაციო გამივლია და რომ არა ჩემი მეგობარი რომელიც დაინტერესდა როგორ ვერ გავიარე საკვალიფიკაციო, იმ ზაეზდებსაც ვერ ვივლიდი. მერე ეს კიდე რამოდენიმე მანქანაზე მოხდა, იყო ხიპიშები და ერთი უბედურება
მე მაინტერესებს დრაგის მუღამი რა არის?! მე შთაბეჭდილება მრჩება რომ ლიჟბი ჩატარებაზეა. სველზე ჩატარებული დრაგის დედა #####ან! და იქ დაფიქსირებული დროსიც! თუ საჭიროა უნდა გადაიდოს დეკემბრამდე ან საღამომდე სანამ გაშრება. და ეგრეც აპირებდნენ როგორც ვიცი და გაშრობამდე ის 10-15 წუთი რაღა გახდა. ჩემი დამტვრევა ვაფშე რომ დავიკიდო, მე შეიძლება კვალიფიკაციაც საერთოდ ვერ გამევლო მაგის გამო და 100 ლარიანი პროსტა გასროლილი გამოვიდოდა:| დროებიც როცა აშრა კაკრაზ მერე აღარ ითვლებოდა მგონი

ეს ზუსტად არ ვიცი, თუ ითვლებოდა კიდე ნიჩევო.
იდეაში ისე გამოვიდა რომ დრაგი მშრალზე ჩატარდა მარა დრაგში მთავარი რაცაა ის სველზე ჩატარდა! დანარჩები უბრალოდ ნათEბის მსგავსი გაზაობაა, რომელზეც ასე ,,ღადაობა'' მიდის. პროსტა ადგილიდან
ძალიან ბევრი არ გამოვიდა და ეს კაი გაკვეთილი იყო ჩემთვისაც. ერთი წვიმის წვეთიც რომ ჩამოვარდეს ყველა მეგობარს ვურჩევ, ვინც მანდ გამოდიოდა რომ მანქანა არც კი დაქოქოს და 100% ვიცი რომ გაითვალისწინებენ. ასე რომ ან 1 წლით ადრე ნუ დაგეგმავთ ივენთს რომ წვიმა არ მოუწიოს, ან ეხლა თუ 30 კაცი იყო გამომსვლელი შემდეგზე 10 იქნება. და მიდგომა შეცვალეთ კიდე! 50ჯერ ტარდება დრაგი მარა მაინც ბარდაკია და მაინც იწელება იმის მიუხედავად რომ დროებიც არაა!
პ.ს. არავის შრომას არ ვუკარგავ და მადლობელიც ვარ თანადგომისთვის სტარტის ხაზთან კლუბის ბიჭების. განსაკუთრებით ako-სი.(შემდეგში ცოტა პატარა შლემი შემირჩიე

). უბრალოდ რაც სათქმელია ის უნდა ითქვას.
ვულოცავ ყველა გამარჯვებულს. წარმატებები ყველას.
This post has been edited by Piani Master on 18 May 2015, 12:53