abes777იმ N46-ზე ეგენი რო წერია ემართება არ მოვლის შემთხვევაში. მე პირადად სულაც არ გამიგია ისე, რომ მანდ ჩამოთვლილი პრობლემები აუცილებლად ემართება, იმიტომ რომ common problems მანდ მოყვანილია უბრალოდ სტატისტიკიდან გამომდინარე.
იგივეა ნებისმიერ ტექნიკაზე. რამდენი მილიონი ეგზემპლარი გამოდის და იქიდან ყველა რა თქმა უნდა ვერც გაამართლებს და არც პატრონი ეყოლება ყველას ერთნაირი. შესაბამისად გარკვეული პერიოდის მერე იწერება user experiences ხო? ხოდა დგება რეპორტი ასე ვთქვათ, ამა თუ იმ მოდელის ყიდვის შემდეგ რა შესაძლო პრობლემა შეიძლება გაუჩნდეს, რა მიზეზით და როგორ ავიცილოთ თავიდან.
ჰოდა მე მაგალითად რამის ყიდვა თუ მინდა, მსგავსი რეპორტების კითხვისას უბრალოდ მხედველობაში ვიღებ და ინფორმირებული ვხდები, დანარჩენი უკვე მკიდია, იმიტომ რომ 7 მილიარდი კაცია დედამიწაზე და ყველა ინდივიდუალური

E70 X5-ზე ისეთი კატასტროფული შეფასებები წამიკითხავს და მომისმენია ქართველებისგან, გაუთვიცნობიერებელი რომ ვყოფილიყავი ვიტყოდი კიბო მანქანაა მეთქი, მაგრამ მაქვს წაკითხული გერმანული ძალიან ბევრი სტატია და ძალიან კარგად ვიცი რას წარმოადგენს ეგ მანქანა. ასე რომ სხვისი აზრის მოსმენა ერთია, ფაქტები და იმათი გათვალისწინება მეორე. არასდროს კონკრეტული ადამიანების (განსაკუთრებით რუსული და ქართული წყაროებიდან) მსგავს შეფასებებს სანდოდ არ მივიჩნევ. დამაინტერესებს ინფორმაცია და დავიწყებ რეპორტების და სტატიების ძებნას.