მინუსებში მარტო წვას დავასახელებდი. ქალაქში 17-20 ლიტრი მაინც უნდა 100 კმ-ზე. მე ძალიან მომწონს და მაკმაყოფილებს ყველანაირად.
1. ექსტერიერი-ინდივიდუალურია. ვიღაცას მოეწონება ვიღაცას არა.
2. ინტერიერი-ძალიან ფართო, კომფორტული. ფანჯრებიდან ხელისგულივით ჩანს ყველაფერი. შედარებისთვის; ერთხელ ჰამერში ვიჯექი და კინაღამ კლაუსტროფობია დამემართა.

შვიდი ადგილი და საჭიროების შემთხვევაში ორკაციანი "სპალნა" ბუნებაში.
3. სავალი ნაწილი ძალიან გამძლე. მსხვილი დეტალები აქვს და კარგი კონსტრუქცია.
4. ძრავი-თუ ნორმალური გარბენი აქვს და მოვლილია (როგორც ჩემი

) იდეალურად მუშაობს, სიმძლავრე საკმარისი აქვს და აჩქარებაც ნორმალური.
5. გამავლობა-მინუსი ისაა რომ ინტეგრირებულ რამაზეა. ანუ უფრო გაქალაქელებულია და წინა და უკანა დამოუკიდებელი დაკიდება აქვს. მაგრამ რისთვისაც ამ მანქანას ვიყენებ (ექსპედიციები, ექსკურსიები), იმისთვის სავსებით საკმარისია. მძიმე ოფისთვის ეს არც არის განკუთვნილი.
6. კიდევ ერთი მინუსია მისი თითქმის ვერტიკალური წინა შუშა. ყოველ მოხვდერილ კენჭზე ახალი ბზარი გარანტირებულია. მაშინ როცა ჩემი ცოლის პეჟოზე ერთხელ მუშტის ოდენა ქვა მომხდვა და ისე ისხლიტა, როგორც ფარმა და ნიშანიც კი არ დატოვა.
7. კარგი 4X4-ზე სისტემა. ე.წ. სუპერსელექტი. საშუალებას იძლევა წინა ხიდის ჩართვა 100 კმ/სთ სიჩქარეზეც მოახდინო.