არ გინდა ოპელი, ნისან პრიმერა მყავს ევროპული 1.8 და ძმაკაცის 1.2 კორსა დროებით, ერთნაირად წვავს ორივე ერთნაირი სიარულით, სად ოპელი და სად პრიმერა

ნისან მიკრა დაითრიე... თუ ტრასაზე და მაღალი სიჩქარით გიწევს სიარული 1.3 რადგან გრძელი კოლოფი აქვს და სიჩქარეზე ნაკლებს წვავს, თუ ძირითადად 80-90-ით და ქვევით დადიხარ 1.0 მიკრა მაშინ, ოპელთან შედარებით ბევრად მაგარი სატარებელია ჩემთვის და აი ნაწილები კი ძვირი ღირს ვითომ მაგრამ ვერ გააფუჭებ მანქანას, სადღაც 60 000 გავატარე მიკრას რამდენიმე თვეში და აი გეუბნები მაგაზე გამძლე მანქანა თითზე დასათვლელია დედამიწაზე, თან საშინელ გზებზე საშინელი მართვით, ბუქსაობაც უწევდა უაზრო, ცუდ გზაზე ჩქარა სიარულიც, ხელის მუხრუჭით ტრიალიც და რავიცი ყველაფერი, აი მაგაზე გამძლე მანქანა რავიცი რა... თან ხარჯი აქვს ზე მინიმალური, ცეპიანი ძრავით ზეთი 3 ლიტრი და ეგარი

გიდრავლიკიანი იყიდე, ისე მაგარია საჭე
2000+ ახალი ცხვირით როა მაგაში ცოტა სხვა ძრავია და ე.წ. ვაზდუხამერი ძვირია მაგისი თან ფუჭდება + ცალ-ცალკე ბაბინებზეა ეგეც ისეთი თემაა რა, ძველი არის ტრამპლიორიანი, გენიალური მანქანაა, თუ სარბენ მანქანად გინდა 2 კარიანი ითრიე ბევრად კარგია, სატარებლადაც და წინც კარგად ზიხარ, აი უკანც კი ჩემი აზრით უკეთესია პროსტა გადაძვერის თემაა თორემ...
საწვავის ხარჯი ნუ სასტავი იძახის 3 ლიტრიო 4 ლიტრიო მარა ტრასაზე 5 ლიტრი, ნუ თუ 60ით ივლი 3.3 -ს წვავს

თუ უაზროდ იარე 6მდე სადღაც და ქალაქში 6-7 ნორმალური სიარულით, მაგრამ რეალურად სერვისი მანქანის არ გინდა გარდა ზეთისა და კალოტკებისა

+ ჰაერის ფილტრიც უცვალე ხოლმე... მე ზეთთან ერთად ვუცვლიდი. ზეთი 10X40 და მოტულს გირჩევ, 10+ გავატარე და არაფერი მოსვლია

გენიალურია...
Power is nothing without control...