quattro
შენ შენი შეხედულება გაქ ვერ შეგედავები დამტვერილი მანქანის გადავლება წყლით და ხელით გამიგია მაგრამ დასვრილ მანქანა ვერ წარმომიდგენია როგორ აშორებ ბოლომდე ჭუჭყს რაიმეს დახმარების გარეშე
რაც შეეხება დაზიანებულ ლაქს და ნაკენჭებს მეც 15 წლის მანქანა მყავს ნაკენჭებიც აქვს და შენაღებიც არის და არც ჩემს არ ქონია პრობლემა
ახალი შეღებილს რო ლაქს აძრობს ესეგი უხარისხო შეგებილია დღეს თუ კერხერით ძვრება კერხერის გარეშე ხვალ აძვრება
ნაკენჭებს რაც შეეხება მაგის გადიდება მხოლოდ პროფესიონალი სამრეცხაოებზე რაც ააქვთ მაღალ წნევიანი 250 + ბარი თუ მიუშვი ძან ახლოდან იასნა გააფუჭებს
რაც შეეხება ხელით რეცხვას და უკონტაქტო რეცხვას ლაბორატორიულად არის დამტკიცებული რო უფრო უსაფრთხოა საღებავის ზედაპირისთვის უკონტაქტო ფაქტი ეს არის
დანარჩენი ყველას ინდიიდუალური შეხედულება აქვს
მაგაზე გამახსენდა

ჩემმა ახლობელმა დედამის აჩუქა სარეცხი მანქანა (ეს ქალი ცოტა ხნიერია ) და დედამისი გადაირია ამან როგორ უნდა გარეცხოსო ჩემზე კარგათო რა ჯობია რო ჩაალბობო მერე შენ გემოზე გარეცხავო და კარგათ გაავლებო და დგემდე მაინც არ იშლის თავისას და ხელით რეცხავს
ისე პირველად კერხერით რო დავიწყე რეცხვა მეც მქონდა ის შეგრძნება რო ხელით უკეთ ვრეცხავდი მაგრამ ცოტახანშიმივეჩვიე და მას მერე რამოდენიმეჯერ მომიწია ხელით რეცხვა მაგრამ ფაქტია რო კერხერი უფორ კომპორტულად და ხარისხიანად ვრეცხავ
imena7777კეხერის მაღაზიაში
და აქ ოგონდ მანდ ძვირი ღირს მაგ: 1 ლიტრი კერხერში 8 ლარი აქ 11 / 5ლ კეხერში 40 ლარი აქ 45
http://carlab.ge/en/38__grass 1.
საინტერესო ინფო ვიპოვე ვისაც არ გეზარებათ და გაინტერესებთ გადაიკითხეთ
სასარგებლო რჩევებირა უნდა ვიცოდეთ მანქანის რეცხვის შესახებ?
ნებისმიერ ავტომფლობელს, სურს ლამაზი მანქანა ჰყავდეს. დიზაინის გარდა მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მანქანა ყოველთვის სუფთა იყოს. სუფთა ავტომობილი ლამაზიცაა და არც თქვენს სამოსს სვრის. აღსანიშნავია, რომ ჭუჭყი მანქანის ძარაზე იკავებს წყალს, რომელიც თავისმხვრივ ლითონის ძარის კოროზიას იწვევს, ამრიგად მანქანის სისუფთავის შენარჩუნება აუცილებელიც კი არის, მისი ექსპლუატაციის ვადის გასაზრდელად.
თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირი რეცხვა შეიძლება საზიანოც კი იყოს! სამწუხაროდ არ არსებობს უნივერსალური მაჩვენებელი მანქანის რეცხვის სიხშირისა. ეს დამოკიდებული თქვენს პირად შეხედულებებზე, იმაზე, თუ რამდენს გადაადგილდებით ავტომობილით, რა პირობეში გიწევთ მგზავრობა და ასე შემდეგ. თუმცა, საბოლოო ჯამში, უმჯობესია მანქანა ხშირად გაირეცხოს ვიდრე იშვითად, ან საერთოდ არ გაირეცხოს.
რა ამინდიც არ უნდა იყოს გარეთ, უნდა გვახსოვდეს რომ მტვერი და ტალახი, ყოველთვის ედება მანქანას, შესაბამისად მანქანის რეცხვა ნებისმიერ ამინდშია საჭიროა. ნაცვეთი – სამუხრუჭე ხუნდების ნაწილაკები ყოველთვის რჩება ავტომობილის დისკებზე. ისევე, როგორც მწერებისა და ფრინველების ნაკვალევი საქარე მინაზე. ასე რომ, მანქანის პერიოდული რეცხვა დაიცავს თქვენი ავტომობილის ძარას კოროზიისგან, საღებავს გაუფერულებისა და ბზინვარების დაკარგვისაგან.
ბევრს სჯერა, რომ მანქანის ხშირი რეცხვა კოროზიას იწვევს. თუმცა ეს მოსაზრება საბოლოო ჯამში, ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ავტომობილი მაქსიმალურად უნალექო ამინდში უნდა გაირეცხოს თუ რა თქმა უნდა არის ამის შესაძლებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში, მანქანა უნდა გაირეცხოს ხარისხიანად და ჯეროვნად, მხოლოდ “წყლის გადავლება”, საბოლოო ჯამში არაფერს ცვლის.
ასევე დაუშვებელი ავტომობილის სარეცხად საყოფაცხოვრებო დანიშნულების სარეცხი საშუალებების, მაგალითად სარეცხი ფხვნილების ან “ჭურჭლის ჟელეების” გამოყენება, ვინაიდან ასეთმა საშუელებებმა შეიძლება სისუფთავის ნაცვლად კოროზია მოუტანოს კიდეც თქვენს მანქანას. ვინაიდან საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებები, ხშირად აბრაზიულ ელემენტებს შეიცავს.
დაუშვებელია, ავტომობილის შამპუნი ან უკონტაქტო რეცხვის ხსნარი, შეიცავდეს კაუსტიკურ სოდას, ვინაიდან ეს ნაერთი გარდა იმისა, რომ აზიანებს მანქანის ქრომირებულ და რეზინის ნაწილებს, ასევე საკმაოდ საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისათვის და ბუნებისთვის.
გაითვალისწინეთ ჩვენი სასარგებლო რჩვები და გაახანგრძლივეთ თქვენი ავტომობილის ექსპუატაციის ვადა.
1. რას გულისხმობს უკონტაქტო რეცხვის ტექნოლოგია?
უკონტაქტო რეცხვის ტექნოლოგია უმარტივესია. იგი გულისხმობს: ავტომანქანის ძარაზე, უკონტაქტო ქაფის, ქაფის კომპრესორის ან ქაფის ბალონის საშუალებით დატანებას; მანქანის ძარაზე რამოდენიმე ხნის (1-3 წთ) ქაფის შეყოვნებას; მაღალი წნევის ჭავლით ქაფისა და ტალახის ჩამორეცხვას, შემდგომ კი გამშრალებას. ქაფის მისხურება, როგორც უკვე ავღნიშნეთ ხდება ქაფის ბალონის ან კომპრესორის საშუალებით. ბალონი, უშუალოდ მაღალი წნევით რეცხვის აპარატის (“კერხერის”) დანართ-აქსესუარს წარმოადგენს, რომელიც ყენდება გამფრქვევი ლულის ნაცვლად. კომპრესორი კი, ცალკე მდგომ მოწყობილობას. აღსანიშნავია, რომ კომპრესორის გამოყენება, გარკვეულწილად ზოგავს უკონტაქტო რეცხვის ხსნარს ბალონთან შედარებით, ვინაიდან შესაძლებელია უფრო დაბალი კონცენტრაციით გაზავება.
2. რას წარმოადგენს ქაფის კომპრესორი და რას წარმოადგენს ქაფის ბალონი?
ქაფის ბალონი, ერთი შეხედვით მარტივი მოწყობილობაა, იგი შედგება: პლასტმასის რეზერვუარისაგან (სადაც ისხმევა გაზავებული ხსნარი) და ქაფწარმომქმნელი-გამფრქვევი მემბრანისაგან. თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ რთულ მოწყობილობას წარმოადგენს. იგი მოიცავს რამოდენიმე ჟიკლიორს, რომელიც წყლის ჭავლის საშუალებით წარმოქმნის ქაფს და ახდენს მის გაფრქვევას.
კომპრესორი კი, შედგება: ავზისგან (სადაც ისხმევა გაზავებული ხსნარი), გამფრქვევი ლულისგან და ჰაერის კომპრესორისგან, რომლიც ტუმბავს ავზს და ახდენს ქაფის გაფრქვევას.
3. აზიანებს თუ არა საღებავს უკონტაქტო ქაფი?
ეს საკითხი, ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ დაწვრილებით განვიხილეთ. თუმცა, ურიგო არ იქნება კვლავ იმის შეხსენება, რომ საღებავს აზიანებს კუსტარულად მომზადებული ხსნარი, რომელიც შეიცავს ქლორს ან კაუსტიკურ სოდას. თანამედროვე და სერტიფიცირებული საავტომობილო ქიმია, შეიცავს სპეციალურ დანამატებს, რომელიც იცავს ავტომობილის ძარას და ანიჭებს მას დამატებით ბზინვარებას.
4. როგორ გავრეცხოთ ძალიან დაბინძურებული ავტომობილი ზამთარში?
გარდა იმისა, რომ ზამთარში მანქანა უფრო მეტად ისვრება, ის ზაფხულთან შედარებით გაცილებით იშვიათად ირეცხება. დამატებით სირთულეს, წარმოადგენს ცივი წყალი, რომელიც ამცირებს უკონტაქტო ხსნარის ეფექტს. ამიტომ, ზამტრის პირობებში აუცილებელია ან ცხელი წყლით რეცხვის აპარატის გამოყენება ან სპეციაალური, ზამთრის პირობებისათვის მორგებული უკონტაქტო ხსნარის გამოყენება.
.უხერხული კითხვები მანქანის რეცხვის შესახებ
ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია მრვალი ცრურწმენა. ბევრი მათგანი ავტომობილის რეცხვას უკავშირდება. ჩვენ, შევაგროვეთ რამოდენიმე კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებს, მაგრამ ამავდროულად კითხვის დასმაც ერიდება.
1) “კერხერს” შეუძლია ავტომობილის ძარის დაზიანება.
რეცხვასთან დაკავშირებული მითებიდან, ეს მოსაზრება რეალობასთან ყველაზე ახლოსაა. თუმცა, იგიც საჭიროებს განმარტებას: მაღალი წნევით რევხვის უკონტაქტო მეთოდი, იძლევა შედეგის და დანახარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას ყველაზე უკეთ, ამიტომაცაა ის პოპულარული მთელს საქართველოში. საქართველოში გავრცელებული მაღალი წნევით რეცხვის დანადგარების 80% ნომინალური წნევა, არ აღემატება 210 ბარს, დიაპაზონი კი 160-210 ბარს უდრის. ეს წნევა, იდეალურია ნებისმიერი ტიპის მსუბუქი ავტომობილის ძარის რეცხვისათვის, როგორც სედანის, ისე ჯიპის ტიპის. მსუბუქი ავტომობილის ძარის ქარხნული წესით დაფერვა ხდება ისეთ ნაირად, რომ რომ საღებავმა გაუძლოს სულ მინიმუმ 250 ბარს წყლის წნევას დაზიანებების გარეშე. ამ და მასზე ნაკლებ წნევას შეუძლია დააზიანოს ძარა, თუ ის შეღებილია წესების დარღვევით ავარიის შემდგომ. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები როდესაც ავტომობილის ხელოსნებს არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება და ტექნიკა მანქანის შესაღებად სტანდარტების დაცვით. შესაბამისად, თუ მანქანა არ არის სწორედ შეღებილი, არსებობს საკმაოდ მაღალი თეორიული შანსი შერემონტებილი საფარის დაზიანების. თუმცა, საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ავტომობილის ძარას, უფრო მეტად აზიანებს არა სერტიფიცირებული და კუსტარული ხსნარები და უკონტაქტო შამპუნები ვიდრე მაღალი წნევა. ვინაიდან კუსტარული ხსნარები ხშირ შემთხვევაში შეიცავენ კაუსტიკურ სოდას და ქლოროვან მათეთრებელ ნივთიერებებს. კოუსტიკური სოდა, საკამოდ აგრესიული ნივთიერებაა იგი მყისიერად შედის რეაქციაში მსუბუქ ლითობენთან და იწვევს მათ კოროზიას და ოქსიდის წარმოქმნას, რომელიც გამოიხატება მონიკილებული დეტალების გამუქებაში. ამის გარდა, თუ საღებავი არ არის სათანადოდ გამშრალებული და ამის შემდგომ გაპრიალებული, იგი აღწევს კორპუსის ლითონამდე და დროთა განმავლობაში იწვევს, როგორც საღებავის აქერცვლას ისე მანქანის ძარის კოროზიას. რაც შეეხება ქლორს, იგი უკვე მეორე გამოყენებაზე, ხოლო უხარისხო საღებავის შემთხვევაში, პირველიზევე ავტომობილის ძარა კარგავს ბზინვარებას.
2) პორტალური (ავტომატური) სამრეცხაო “ხაზავს” ავტომობილის ძარას.
არც ეს მოსაზრება მოკლებულია საფუძველს! პორტალურ სამრეცხაოს, რომელსაც საქართველოში ხშირად “ავტომატურ ჩოთქებსაც” უწოდებენ, და რომელიც ხშირად გხვდება ბენზინ გასამართ სადგურებზე, მართლაც შეუძლია ავტომანქანის ძარის როგორც დაკაწრვა ისე, ტალახის ანდა ხსნარის ზოლების დატოვება. საქმე იმაშია, რომ წმენდასთან ერთად, პორტალის ჯაგრისები აცლის ავტომობილის ძარას, წარმოადგენს ცვეთად ნაწილს, რომელიც საჭიროებს დროულ ცვლას. იმ შემთხვევაში, თუ ჯაგრისები მოცვეთილია ან გამომხმარია, რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული მაქანის ძარის დაზიანება. იმ შემთხვევაში, თუ ჯაგრისები იცვლება დროულად და ასევე გამოიყენება შესაბამისი ქიმიური საშუალებები, პორტალი წარმოადგენს მანქანის რეცხვის ყველაზე სწრაფ და იაფ საშუალებას.
3) ხელით რეცხვა, უკეთესია ვიდრე მაღალი წნევით უკონტაქტო რეცხვა.
აღნიშნული მოსაზრება, სრულ აბსურდს წარმოადგენს! პირიქით, ეს აზიანებს მანქანას! მანქანის ხელით რეცხვა, გულისხმობს ღრუბელის გამოყენებას, რომელიც დასველებულია შესაბამის სარეცხ საშუალებაში. რეცხვისას, ხდება ღრუბელის მოსმა მანქანის ძარაზე, ამ დროს კი მანქანის ძარაზე დარჩენილი ქვიშის ნაწილაკების ეხახუნება მანქანის ძრას და იწვევს ნაკაწრებისა და მიკრობზარების წარმოქმნას მანქანის ძარის შეღებილ ნაწილებზე. რაც, შემდგომ იწვევს ძარის კოროზიას.
4) მანქანის ხშირი რეცხვა საზიანოა.
ეს, აზრიც საკმაოდ მოკლებულია საფუძველს. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული საზომი იმისა, თუ რა არის ხშირად და რა არის იშვიათად. ყოველ შემთხვევაში, უმჯობესია მანქანა იყოს სუფთა ვიდრე ტალახიანი. ვინაიდან ტალახი და მტვერი იწვევს ნესტის აბსორბაციას, რაც ასევე თავის მხვრივ იწვევს ძარის კოროზიას. იმ მიზნით, რომ მანქანამ უფრო დიდ ხანს შეინარჩუნოს სისუფთავე, სასურველი სპეციალური დამცავი ცვილის გამოყენება, აღნიშნული ცვილი აფერხებს მანქანის ძარაზე როგორც წყლის ისე მტვერის შეყოვნებას.
5) სუფთა მანქანა უკეთ დადის.
ეს აზრი, ყველა წარმოდგენილს შორის ყველაზე მართებულია. უპირველეს ყოვლისა, მტვერი და ტალახი ზრდის ხახუნის ძალას, შესაბამისად იზრდება საწვავის ხარჯი. იდეაში სხვაობა მინიმალურია, თუმცა ეს თეორიული მოსაზრება დამტკიცებულია პრაქტიკული ცდებით. მაგალითად, აბსოლუტურად სუფთა და ძალიან ტალახიან მანქანას შორის სწვავის დანახარჯის სხვაობა შეიძლება 10,1% კი უდრიდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომენტი: სუფთა მანქანაში ჩასხდომა, მგზავრსაც და მძღოლსაც სიამოვნებს.
მთავარია გახსოვდეთ, რომ სწორი საავტომობილო ქიმიის და მოვლის საშუალებების გამოყენება არა მხოლოდ უფრო მიმზიდველ შესახედაობას მისცემს თქვენს მანქანას, არამედ მის უქსპლუატაციის ვადასაც გაზრდის.[B][/B]
This post has been edited by kakhakakhiani on 30 May 2015, 23:22