ვიდეო ჩაირთვება 14:14–ზე
/// გვსურს გაგახაროთ და გაუწყოთ წლის ყველაზე დიდი ივენთის შესახებ!
1 კვირა დარჩა
BMW Fest 2015–მდე!
● ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა (ჩვენი ვარაუდით) BMW–ს ყველაზე მრავალრიცხვოვანი მსვლელობა თბილისის თითქმის ყველა ცენტრალურ გამზირზე!
● საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი!
● Miss BMW 2015 და Best BMW 2015
● ბევრად მეტი გასართობი კონკურსები მაყურებლისთვის და გუნდებისთვის!
● დასასრულს კი ტრადიციულად Hot Wash! (+18)დეტალურ ინფოს – ქვემოთ დავწერთ!
ახლა კი წარმოგიდგენთ ღონისძიების სპონსორებს
WISSOL, ენერგეტიკული სასმელი BLU, LUKOIL, Omega Motors და PremiX
პარტნიორები: ტელეკომპანია GDS, ტელეკომპანია TVS, რადიო ფორტუნა+, ავტორადიო, კინოთეატრი CAVEA, OUtdooR.ge, MyVideo.ge, ავტობილდი საქართველო, გადაცემა ავტორბოლა, ვებ სტუდია 63BITS, Aspria Fitness, რუსთავის ავტოდრომი, Spitfire Media, გვერდი Georgian Cars და სამზარეულო დონ ჩიჩო.■ ბილეთის ფასი: BMW–ს მძღოლისთვის უფასოა!
■ დანარჩენისთვის კაცზე 10 ლარი! 12 წლამდე ბავშვებისთვის – ასევე უფასოა!
■ BMW–ების პარკინგი იქნება ფესტივალის ტერიტორიაზე, (პადოკზე) ამიტომ თქვენივე კომფორტისთვის მოდით BMW–თი, რომ არ მოგიწიოთ გადაადგილების საშუალების ზემოთ ტრიბუნებთან დაყენება!
მსვლელობა დაიწყება „დიღმის ტრასიდან“ – სასოფლო უნივერსიტეტთან არსებული ეკლესიიდან! ვიკრიბებით 11 საათზე და ვიძვრებით 11:30–ზე. მარშრუტი:
დ. აღმაშენებლის ხეივანი ► მ. გელოვანის გამზ. ► ლაგუნა–ვერე ► პეკინის გამზ. ► ვ. ფშაველას გამზ. ► მ. თამარაშვილის ქ. ► ი. ჭავჭავაძის გამზ. ► პ. მელიქიშვილის ქ. ► შ. რუსთაველის გამზ. ► ნ. ბარათაშვილის ქ. და გეზი ავტოდრომისკენ!
მსვლელობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ BMW–ს! გუნდებს თუ კლუბებს ასევე უფლება აქვთ იქონიონ დროშები საკუთარი სიმბოლიკით (გარდა სპონსორებისა).
დრიფტი პარალელურად (ავტოდრომზე) დაიწყება 11 საათზე მოყვარულების სავარჯიშო და საკვალიფიკაციო გამოსვლებით, რის შემდეგაც დრიფტი დაპაუზდება და დაელოდება კოლონის ჩამოსვლას! იმისთვის, რომ კოლონით მსვლელობაში მონაწილე ადამიანებმა არ გამოტოვონ დრიფტის საინტერესო მომენტები! დრიფტის ჩემპიონატი განახლდება 13:30–ზე და უნდა დასრულდეს 17:00–ზე, რის შემდეგაც დაიწყება უკვე ივენთის გასართობი ნაწილი! დრიფტის მონაწილეებისთვის ამომწურავი ტექნიკური დეტალები ცალკე პოსტად დაიდება...
Miss BMW და Best BMW – ღონისძიებაზე მოხდება 2015 წლისთვის ყველაზე ლამაზი BMW–ს და ყველაზე მიმზიდველი მოდელი გოგონას არჩევა! თითოეულ კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის უახლოეს მომავალში დაიდება ინფორმაცია თუ როგორ მოხვდნენ კონკურსანტებს შორის... Miss BMW–ს გამარჯვებულს პრიზად შეხვდება – მოგზაურობა თურქეთში 2 ადამიანზე!
მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა მოგვწეროთ
FB–ის ოფიციალურ გვერდზეგუნდებს შორის თამაშებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ კლუბს ან დრიფტერის გუნდს. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ გუნდში იყოს 5 (მოქნილი) ადამიანი ბრენდირებული მაისურებით!
მოკლედ ჩვენ ვემზადებით, რომ თქვენ გაერთოთ და იმედია ყველაფერი კარგად გამოგვივა! ☼
This post has been edited by GT_714 on 6 Jun 2015, 11:44