მოკლედ რამდენიმე ჩემს მეგობარს Oil Catch-ი გავუკეთე მანქანაზე და ბევრი მეკითხება როგორ და რანაირად კეთდება. ამიტომ პატარა სასარგებლო თემას გავხსნი. ბევრი მოინდომებს გაკეთებას და თან შენი ხელით გაკეთებული ''გემრიელია'' უფრო
მოკლედ ავხსნი ვინც არ იცის საერთოდ რა დანიშნულება აქვს

.
ძრავში გროვდება მავნე აირები, იგივე აორთქლებული ზეთის მიკრო ელემენტები, წყლის მიკრო ელემენტები და ბევრი სხვა ნივთიერება, რაც ძრავის მუშაობის დროს გამოიყოფა, რაც არის გარემოსთვის მავნე ნივთიერებების შემცველი. ეს ყველაფერი გროვდება და ძრავის ''სავინტილაციო'' მილიდან გამოდის, უმეტეს შემთხვევაში ეს აორთქლებული აირი ხვდება დროსელში, რაც მის დაბინძურებას იწვევს, + დროსელში შედის ბინძური ჰაერი რაც ცუდია სმესისთვის. გაფილტრული, სუფთა ჰაერი = კარგ სმესს, კარგი სმესი = ეფექტურ წვას
მოკლედ: გვჭირდება რკინის მცირე ზომის გერმეტული ჭურჭელი. ჭურჭლის სახეხი რკინის გუბკა. სილიკონი და შლანგების გადამყვანი (ზომების მიხედვით)
ჩემ შემთხვევაში ეს არის ბავშვის საჭმლის მინი თერმოსი. :GIVIL რომელიც ნებისმიერ დიდ სავაჭრო ცენტრში იყიდება.

_
სასურველია სავინტილაციო შლანგების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში გამოცვლა იგივე ზომის სილიკონის შლანგებით.
ჩემს შემთხვევაში არის M50 შემშვები დროსელი. დროსელის შლანგთან კავშირი აღარ ექნება ჩემს ფილტრს. შემშვებს აქვს პატარა სავინტილაციო მილი, რომელიც დაერთდება ფილტრზე და ძრავის ხუფიდან გამოსულ გაფილტრულ ჰაერს შეიწოვს ))
როგორც სურათზე ჩანს თავსახური ჩემ შემთხვევაში დავშალე და გავხვრიტე ცალცალკე. თავსახურს უკეთებთ იმ სიგანის ჭრილს, რა ზომის შლანგიც უნდა მიერთდეს შემშვებზე ან დროსელზე.

_
ბოთლის ძირში დავამაგრე მცირე ზომის დაკლეტკილი ''განყოფილება'' სადაც ჩაგროვდება ზეთი და ფილტრთან არ ექნება კავშირი.
შემდეგ დავშალე ჭურჭლის სახეხი გუბკა, რომ სიმკვრივე არ ქონდეს და მთელს ფართობზე გაიშალოს შიგნით.
პ.ს. არ უნდა მოიგუდოს შიგნით აირები. უკუ ეფექტი ექნება. უნდა იყოს თავისუფლად. ამოწმეთ ჰაერის ნაკადის გასვლა რამდენად ადვილად ხდება.

_
სადაც მთავრდება ''დაკლეტკილი'' განყოფილება გავხვრიტე და გადამყვანი ჩავრეზბე. წავუსვი სილიკონი გერმეტულობისთვის თავშიც და ბოლოშიც. შიგნით იდება ეს სახეხი, მცირე ადგილი დაუტოვეთ თავზე

_
დაბინძურების და ნაგარის შემთხვევაში უბრალოდ ამოიღებთ და სხვა გუბკას ჩააფენთ.
შემდეგ შეაერთებთ შლანგებს. ქვემოდან შედის აირი ძრავიდან. ზემოდან გამოდის გაფილტრული პარი,
სულ ეს იყო

ვიდეოს დავდებ როგორ მუშაობს და ა,შ.

ეს რო ნახოთ რა და როგორ
This post has been edited by Formula_M on 10 Jun 2015, 22:41
...you commit yourself to such a level where there is no compromise. You give everything you have, everything, absolutely everything..." Senna, Ayrton