#45827050 · 1 Oct 2015, 10:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
bomboraN1
| QUOTE | | რომელ წლიანია შენი აუდი?და რა ძრავზე??? |
2006 წ. 2.0 ტურბო (ბენზინი), 4X4, ტიპტრონიკი.
| QUOTE | | დაახასიათე რა ეგ მანქანა |
რავი აბა, ერთი სიტყვით მაგარი მანქანაა. კომფორტზე და ვიზუალზე არაფერს ვიტყვი, ეს ყველასთვის სუბიექტურია და არ მგონია ჩემი აზრი საინტერესო იყოს. ძლიერი (200 ცხენი) ძრავი, თავის ტოლ სიმძლავრის მანქანებთან (თან 4X4), საკმაოდ ეკონომიურია, მექანიკა 11-12-ის ფარგლებში, ავტომატიკა 12-13. ტრასაზე აჩქარება მაგარი, მართვა ფანტასტიური, ქალაქში დაბალ აბაროტებზე თავისუფლად სიარული (სიმძლავრის და დიდი მაბრუნებელი მომენტის ხარჯზე), ტიპტრონიკი გამძლე და უპრობლემო (თუ ძალით არ გაუჩალიჩე რამე), ძრავში მიდის 4,5 ლიტრი ზეთი, ძრავის ღვედის გამოცვლისას (ზღაპრების საწინააღმდეგოდ) ცხვირს (პერედოკი) დაშლა არ სჭირდება, პერედოკი საკმაოდ გამძლე - 2,5 წელიწადის წინ გამოვცვალე რაღაც-რაღაცეები ეხლაც მაგითი დავდივარ (არ ვაკლებ სოფელში და ტყე-ღრე სიარულს), უკანა მხარე პრაქტიკულად უფუჭებელია (არც სჭირდება ყურადღების მიქცევა), ტურბინის შეზეთვის სისტემა გაუმჯობესებულია და იმდენად სათუთი და მგრძნობიარე აღარაა (გაჩერებისას, ჩაქრობამდე წუთობით ლოდინი აღარაა საჭირო), როგორც წინამორბედები, ასევე სხვა ბრენდების ტურბინებთან შედარებით. ასევე ტურბინას არ გააჩნია ე.წ. ტურბოიამა და დაბალი ბრუნვებიდანვე მთელი ეფექტურობით მუშაობს (ამის და პირდაპირი შეფრქვევის ხარჯზეა ეკონომიური). კვადრო, ეს აუდის საფირმო ტექნოლოგიაა და ტორსენის ხარჯზე საერთოდ ერთ-ერთი საუკეთესო 4X4-ია. ოთხივე თვალი მუდმივად წამყვანია (არანაირი ჩართვები და დაბალ სიჩქარეზე გამორთვები).
განსაკუთრებული ტექნიკური პრობლემა არ დამიფიქსირებია. მინუსად ვთვლი იმას, რომ უკანა სავარძელზე მაღალ კაცს უჭირს დაჯდომა (მუხლი არ დაეტევა, წინა სავარძლამდე პატარა მანძილია) და შორ გზაზე 3 კაცის მგზავრობა პრაქტიკულად გამორიცხულია. თუ რამე კონკრეტული დეტალი დაგაინტერესებს, მომწერე გინდ პირადში გინდ აქ და გიპასუხებ. This post has been edited by spider77 on 1 Oct 2015, 10:35
--------------------
ლუგანსკი ბალისტიკური ფრთოსანი რაკეტა გრომით დაიბომბა
|