რა ზარმაცები ხართ, ბენზინის ჩასხმა როგორ გეზარებათ?

ერთი-ორი გამონაკლისის გარდა მთელი ევროპა თვითონ ასხამს საწვავს. მილიარდერი რომ იყოს და მილიონიანი მანქანით მივიდეს, გადმოდის ტიპი და თავის ხელით ასხამს და აქ "ზაპრავშიკი" თუ არ მოგემსახურა ქართველობის დაკარგვის ტოლფასია. ბევრგან საერთოდ არ არის მომსახურე პერსონალი, აპარატში დებ ფულს და ისე ასხავ, როგორც მობილურზე ჩაირიცხო ფული. კალონკაზე შესვლა მთელი რიტუალია. ჯერ ჩაასხავ, იქვე მიაყენებ, მტვერსასრუტებია, ამოასუფთავებ. ფანჯრებს გაწმინდავ, ყველა კალონკაზე უფასოდ შეგიძლია საბურავებში წნევა შეამოწმო, ჰაერი დაამატო. ყოველ შემთხვევაში გერმანიაში ყველა კალონკაზე ესეთი პონტია და ყველგან უფასოა, ოღონდ შენ თვითონ აკეთებ.
მეორე უკიდურესობაა თურქეთში, მით უმეტეს თუ ბაკს ავსებ. ფორმულა1-ზე სასტავი რომ მიესევა ხოლმე მანქანას ბოქსებში რო შევა, დაახლოებით მასე დაგესევიან, ერთი საწვავს გისხავს, მეორე ფანჯრებს წმინდავს, მესამე გეკითხება ყავა გინდა თუ ჩაი და გასძახებს და იქიდან ვიღაცა პოდნოსით მოარბენინებს, აბა კაპოტი ახადე და დორნიკებში წყალს ჩაგიმატებ და ზეთს შეგიმოწმებ და ა.შ. ძირითადად ძაან მომაბეზრებელია და თუ ეუბნები რომ ფანჯრებს არ შეეხო, არც წყლის ჩამატება მინდა, არც ყავა მინდა, არც ჩაი მინდა, მარტო საწვავი ჩაასხი, გაკვირვებულები მხრებს იჩეჩავენ ხოლმე. ისე, თუ ბაკს ავსებ შანსი არ არის რამდენიმე საჩუქარი არ მოგცენ - სუნი, ბრელოკი, სანთებელა, პასტა, ფანარი, ტილოები - მაგრამ იქ საწვავს ისეთი ფასი აქვს ერთი ბაკის ფასად მასეთ საჩუქრებს მეშოკებით იყიდი, ბაკის გავსება რო 300 ლარი დაგიჯდება