კი ეგრეა ტარების მანერაზე რელიეფზე და მანძილის სიშორეზეა წვა საერთოს დამოკიდებული.
წელიწადი და 7 თვეა ჩამოვუყვანე ცალხიდიანი კრუზი მეუღლეს. სამი მანქანა მყავდა მაშინ ჩამოყვანილი. ფიტი, მარჩი და კრუზი. დაიტოვა კრუზი.
თუ ერთ გასვლაზე დახარჯავ ბეზინს ნორმალურად ივლი კრუზით, მაშინ არ დაწვავს 6.5 მეტს ქალაქში ზაფხულში რა თქმა უნდა. თუ ერთი სავსე ბაკით ყოველდღე ივლი მოკლე მანძილზე 1 თვე, სადაც მანქანა გახურებასაც ვერ ასწრებს, მაშინ დაწვავს 8,5 ლიტრს. ეს ამ ხანში გამოვცადე ბევრჯერ და არავინ არ შემედაოს. ტრასაზეც ბევრჯერ გამოვცადე ბაკის გადავსებაზე. ტრასაზე ფოთიდან რომ მომყავდა რაღაც კაკუნობდა პერედოკში (შიდა ყუმბარა აღმოჩნდა) არ ვიცოდი მაშინ რა იყო და ვიარე 70-80 ით. თბილისში რომ ჩამოვედი გადავავსე ბაკი რომ გამეგო რა დამიწვა და გამოვიდა 5,3 ლიტრი. წელს ბორჯომში ვიყავი და სამჯერ გადავავსე ბაკი. ამჯერად ავტობანზე ვიარე 110-130 სიჩქარით და ამჯერად დამიწვა 6,5 ლიტრი. მეორედ იქედან რომ წამოვედი იყო პირდაპირი ძლიერი ქარი და მანქანას უჭირდა გარღვევა. ამ წინააღმდეგობამ დამაწვევინა ტრასაზე 7 ლიტრი.
ასე რომ რამდენს წვავს მანქანა ამის კითხვა ძალიან ზოგადი თემაა და არაზუსტი.
ხო რაც შეეხება პლიუსებს და მინუსებს. ყველაზე სუსტი წერტილია რულავოის რეიკა. კაკუნობს და ამას არ შველის არაფერი.
გეგონება რული დაგეშალა ხელშიო და ამ დროს არც არაფერი არ სჭირს საგანგაშო

თავიდან მაღიზიანებდა მერე მივეჩვიე.
გამავლობა აქვს ძალიან კარგი. მაღალი კლირენსის ხარჯზე. მე ცალხიდიანი მყავს და ისეთ ჩახრამულებში და ვენახებში მივლია ამითი რომ ხან ცალ ბორბალზე ვკიდებდი. ბორჯომშიც ამით მაგიტომ წავედი რადგან ჩემი ატენზათი ასფალტიდან ვერ გადავდივარ. ორ ხიდიანი კანფეტი იქნება ალბათ. 1.5 მატორი ამისთვის ძაან ზედმეტი მე მგონი. 1.3 ისე გარბის რომ სიდენიაზე მაკრავს

კაროჩე მე რეკომენდაციას ვუწევ ამ მანქანას
This post has been edited by narikuda on 30 Aug 2015, 23:08
გემშვიდობებით ყველას. მე წავედი ფორუმიდან მეგობრებო.
სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა.
მოუფრთხილდით ერთმანეთის ნერვებს!