e36m3გააჩნია მანქანას თორემ მესამეც დადის მომენტ ჩვეულებრივ, ნახევარი თბილისი რა ეგრე არ დადის

. სპრისკამდე კარბურატორიანები ვერ დადიოდნენ თუ რა

არა კარგად გასწორებული არ აცხიკინებს. ნუ მეოთხე თაობა უფრო დახვეწილია გასაგებია მაგრამ მთელი 1000-1200 ლარით მეტია ეგ სიამოვნება ..
gchiგაზის სუნზე ვერ დაგეთანხმები. კაპოტში აქვს ჩემსას დამტენი.. არასოდეს გაზის სუნს არ შევუწუხებივარ... საბარგულში და სალონში დამტენი არ უნდა გეყენოს. ეგრე ბაკის ჩასასხმელი რომ საბარგულში დააყენო გაზაპრავკებისას ანალოგიურად აყროლდები ..
xevsuraკატალიზატორი თუ უყენია და ევროპის დონის ბენზინი უსხია მაშინ გაუმარჯოს ღმერთმა

გამონაბოლქვი მინიმალურია და იმ სტანდარტებში ჩამჯდარია რაც აქვთ ევროპაში და მიუხედავად ამისა კიდევ ჩალიჩობენ რომ უფრო მაღალი სტანდარტის შემოიღონ იმიტომ რომ მაგ ევრო4 სა თუ5 შიც მაინც არის მომწამვლელი ნივთიერებები ოღონდ ცოტა და არა იმ დოზით ქალაქში კობოს და ლეიკემიის ბუმი გამოიწვიოს..
დააკვირდი საქართველოში სულ კიბო და ლეიკემია რომ ჟღერს ყველგან..
გაზის წვისას შხამი ფაქტიურად 0-ია..
გაზით მოწამვლას რაც შეეხება როგორი დოზით მოგწამლავს გაზი იცი ? აი ადგილზე რომ ვერც კი გაჩერდები ეგეთი დოზით როცაა ჰაერში და ნახევარკილომეტრზე ყაარს იმ სპეციალური ნივთიერების დამატების გამო, (მაგ ნივთიერების გარეშე ვერ ნახავ გაზს გარდა იქ სადაც საბადოა და მიწიდან ამოდის ), ოღონდ დახურულ სივრცეში.. ღია სივრცეში არაფერი არ ხდება.. ბუნებრივი ნივთიერებაა და არა ნავთობის გამოხდით მიღებული და მერე ათასი რაღაცით გაჯერებული .. მიდის ჰაერში ერევა ისე როგორც მილიონობით წელი ბუნებრივად სადაც ამოდის როგორც ერევა ჰაერს და ეს არანაირი მომწამვლელი არაა.. გაზის სუნს შეიგრძნობს ადამიანი როცა მისი კონცენტრაცია ჰაერში 0,1 % ია ანუ იმაზე 50 ჯერ ნაკლები ვიდრე წვისათვის საჭიროა . რაც შეეხება ცეოთი მოწამვლას სახლებში რომ დაწამლა ნებისმიერი რამე მოგწამლავს რომლის საკვამლე მილი სახლშია შემოყოფილი გაზი მანდ არაფერ შუაშია.. შეშის ფეჩი ფეჩი დაანთე აბა "ზალაში" მილიც არსად არ ჰქონდეს გაყოფილი.. 5 წუთში კვამლი გაგუდავს
* * *
====================================================================================================================================
საავტომობილო ბუნებრივი გაზის გამოყენების ასპექტები საავტომობილო ბუნებრივი გაზის გამოყენების სარგებლიანობის ასპექტები
დღეისათვის მთელს მსოფლიოში მძაფრდება უსაფრთხო და იაფი საწვავის მოთხოვნილება და ამ ტენდენციის გათვალისწინებით, სამართლიანი იქნებოდა აღგვენიშნა, რომ ჩვენ მსოფლიო ენერგეტიკული ბალანსის სტრუქტურული ცვლილების მოწმენი ვხდებით. ბუნებრივი რესურსების ამოწურვა და არაეფექტური მოხმარება, აგრეთვე, გარემოს დაბინძურება, ერთობლიობაში სათბობ-ეკოლოგიურ კრიზისს წარმოქმნის.სათბური ეფექტი
ამჟამად, დედამიწის ხუთივე კონტინენტის თითქმის 85 ქვეყნის, 2900 ქალაქში ბუნებრივი გაზი გაზმოტორულ საწვავად გამოიყენება. 20 მილიონზე მეტი ავტომობილი მთელს მსოფლიოში საწვავად ბუნებრივ გაზს იყენებს.გამართვა ბუნებრივი გაზით საავტომობილო სათბობად ბუნებრივი გაზის გამოყენებას მრავალი უპირატესობა აქვს. ასე, მაგალითად, BOSCH-ის მონაცემებით, ნამწვი აირების ტოქსიკურობის მიხედვით ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილთან შედარებით უპირატესობა აქვს მხოლოდ წყალბადზე მომუშავე ავტოტრანსპორტსა და ელექტრომობილს. უკვე მრავალ ქვეყანაში ბინარულ საწვავზე (გაზი-ბენზინი, გაზი-დიზელი) მომუშავე ამტომფლობელები სარეზერვო საწვავად ბენზინსა და დიზელს მიიჩნევენ. ბუნებრივ გაზე მომუშავე ავტომობილების ეკონომიკური და ეკოლოგიური უპირატესობა დაწვრილებით განხილულია კვლევაში “Will Natural Gas Vehicles be in Our Future (Resource for the Future, 2011), რომელშიც შედარებულია
1. დაწნეხილ ბუნებრივ გაზე მომუშავე მსუბუქი ავტომანქანების მახასიათებლები, ბენზინზე მომუშავე ანალოგებსა და ელექტროჰიბრიდებთან და
2. თხევად ბუნებრივ გაზე მომუშავე სატვირთო ავტომანქანებისა და დიზელზე მომუშავე ანალოგების მახასიათებლები. კვლევის შედეგი თვალსაჩინოდ წარმოაჩენს გაზბალონიანი ავტომანქანების დიდ პოტენციალს, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიებისა და წამახალისებელი ჩართულობის გარეშეც. მიუხედავად ამისა ბუნებრივი გაზის საავტომობილო სათბობის გამოყენების აქტუალობის დონე არ არის მაღალი, რაც უმთავრესად აიხსნება ნავთობისა და ნავთობროდუქტების გაყიდვის პოლიტიკით. კვლევაში მოცემულია საავტომობილო ფირმა HONDA-ს 2011 წლის მოდელის სამი ვარიანტის განხილვა:HONDA Civic GX 2011 Civic GX – ქარხნულად ბუნებრივ გაზე მომუშავე სედანი, ბენზინზე მომუშავე ანალოგი ავტომატური გადაცემათა კოლოფით LX-S და ამ მოდელის ჰიბრიდი (CVT AT-PZEV). კვლევა მოიცავს ისეთ შენადგენელს, როგორიც არის გარბენის სიდიდე, ავტომობილის საბარგულის სასარგებლო მოცულობა, ტვირთამწეობა, წლიური დანახარჯი სარემონტო სამუშაოებზე, დანახარჯი ლუბრიკანტებზე, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიების და მანდატების, საწვავის ღირებულებისა და ავტომანქანის ღირებულების გათვალისწინებას. მოდელი Civic GX 2012 წელს დაჯილდოვდა Green Car Journal-ის მიერ დაწესებული ჯილდოთი Green Car of the Year, Green Car Journal Winter 2011 როგორც ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი. ასეთი ღონისძიებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიოს წამყვანი სხვადასხვა ავტოკონცერნი მხარს უჭერს ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი გაზის საწვავის გამოყენებას.
არსებობს შეხედულება, რომ მეთანის სათბობის გამოყენება მოითხოვს პორტატული გაჟონვის დეტექტორების დამონტაჟებას, თუმცა ბუნებრივი გაზის სუნის მიმართ ადამიანს მაღალი ყნოსვითი მგრძნობელობა ახასიათებს. ადამიანს შეუძლია იგრძნოს ბუნებრივი გაზის სუნი ჰაერში მოცულობითი 0, 1% კონცენტრაციისას (ოდორიზაციის იაპონური სტანდარტი), რაც 50-ჯერ ნაკლებია ვიდრე ის მინიმალური დონე, რომელიც აუცილებელია წვის პროცესისათვის. ევროპის მრავალ ქვეყანაში ბუნებრივი გაზის სუნის ინტენსივობის სტანდარტი მსგავსია და ის შეადგენს ჰაერთან ნარევის აფეთქების ქვედა ზღვარის 1/5-ს, რაც პრაქტიკულად ნიშნავს რომ გაზის სუნისადმი საშუალო მგრძნობელობის მქონე ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს გაჟონვა, როცა ჰაერში გაზის მოცულობითი კონცენტრაცია 1%-ს მიაღწევს. 2006 წელს აშშ-ს განახლებადი ენერგიის წყაროების ეროვნულმა ლაბორატორიამ (NREL) გამოაქვეყნა ტესტის შედეგები ვაშინგტონის მთავარი მეტროპოლიტენისთვის (WMATA). ტესტის შედეგი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტობუსების ეკოლოგიურ (აზოტის ოქსიდებისა და მყარი ნაწილაკების ემისიის თვალსაზრისით) და ეკონომიკურ უპირატესობას, დიზელზე მომუშავე ანალოგებთან. სხვა მრავალი პოზიციის თანახმად ბუნებრივი გაზის საავტომობილო საწვავის ეკოლოგიურ უპირატესობას, აგრეთვე გადამწყვეტი როლი აქვს.
ბუნებრივი გაზის საავტომობილო საწვავად გამოყენების მრავალრიცხოვანი უპირატესობის მიუხედავად, საქართველოში ავტომფლობელებს შორის გავრცელებულია რამოდენიმე არასწორი შეხედულება:
ACT გამოკითხვა
მოსაზრება I - ბუნებრივი გაზი არის ღარიბთა საწვავი და ავტომანქანის ბუნებრივ გაზზე გადაწყობა არის იძულებითი ეკონომიკური ზომა, რომლის მიზეზია მანქანის ძრავისთვის საუკეთესო ბენზინისა და დიზელის საწვავის გაძვირება.
ფაქტი: ბუნებრივი გაზი არა მარტო დაბალი ღირებულებით გამოირჩევა, არამედ ეკოლოგიური და ტექნიკური უსაფრთხოებითაც, გარდა ამისა ძრავის საწვავად მისი გამოყენების აქტუალობა მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება.
ბუნებრივი გაზი ა რ შ ე ი ც ა ვ ს ფისისებრი შემადგენელსა და გოგირდს გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ ი თ ბ ე ნ ზ ი ნ ი ს გ ა ნ , რის გამოც გაზზე მომუშავე ძრავის წვის კამერის ნაწილებზე თითქმის ა რ ჩ ნ დ ე ბ ა ნამწვი და ნადები. ბუნებრივი გაზი იწვის მთლიანად, რის გამოც ა რ ჩ ნ დ ე ბ ა აგრეთვე ჭვარტლიც. ბენზინის წვის დროს წარმოქმნილი გოგირდის ოქსიდი (IV) წყლის ორთქლთან ურთიერთქმედებისას გ ო გ ი რ დ ო ვ ა ნ მ ჟ ა ვ ა ს წარმოქმნის, რომელიც ლითონის კოროზიას იწვევს და ძრავის ზეთის რესურს ამცირებს. ბუნებრივი გაზი საწვავად გამოიყენება არამარტო საავტომობილო ტრანსპორტსა და მაგისტრალურ თბომავლებში, არამედ გემებსა და სტაციონარული შიდა წვის ძრავებშიც. ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგად გაირკვა, რომ გაზის სათბობად გამოყენება შესაძლებელია თითქმის ყველა გაზოტურბინიანი ძრავის მქონე საფრენ აპარატზეც. ბუნებრივი გაზი წარმოადგენს საუკეთესო ალტერნატიულ არჩევანს, უპირველეს ყოვლისა თხევადი ნავთობპროდუქტებით გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ხმელეთიდან შიდაწვის ძრავების გამონაბოლქვი აირების ჰაერის მასებით გადატანის შედეგად, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიო ოკეანეში ტ ყ ვ ი ი ს შემცველობა 10-ჯერ გაიზარდა.
მოსაზრება II - გაზბალონიანი სისტემის მქონე ავტომობილი უფრო მეტი საფრთხის მატარებელია, ვიდერე ტრადიციულ საწვავაზე მომუშავე ანალოგი.
ფაქტი: გაზბალონიანი აღჭურვილობის მქონე ავტომობილი მეტად უფრო უსაფრთხოა ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილი და ამის დამადასტურებელია მსოფლიო ავტოპარკის საგზაო-სტატისტიკური მონაცემები. მწარმოებელი დაწნეხილი ბუნებრივი გაზის ბალონზე ატარებს მთელ რიგ გამოცდებს. ბალონის დეჰერმეტიზაცია არ ხდება ექსტრემალურად მაღალი და დაბალი ტემპერატურების ზეგავლენის დროს (-70 oC-მდე ყინვისა და 900 oC-მდე გახურებისას), ბალონის კონსტრუქცია და მასალა მედეგია ქიმიურად აგრესიულ გარემოშიც (სხვადასხვა ორგანული გამხსნელი, არაორგანული მჟავები), სიმაღლიდან დაგდების დროსაც ბალონი ინარჩუნებს სიმტკიცეს. ბალონის გადის აგრეთვე გამოცდას იარაღის ტყვიის შეღწევადობაზე. გამოცდას ექვემდებარება ჰაერით ან გაზით სამუშაო წნევაზე გავსებული ბალონი. 7.62 მმ კალიბრის ჯავშანსაწინააღმდეგო ტყვიამ უნდა გახვრიტოს ბალონის ცილინდრული ნაწილის ერთი ან ორივე კედელი და ამასთან არ უნდა მოხდეს ბალონის გასკდომა. საავტომობილო გაზის ბალონების უსაფრთხოებაზე მეტყველებს აგრეთვე, ირანში ჩატარებული კვლევა. გაზ-ბალონიანი სისტემის ავტომობილების უსაფრთხოების შესწავლისთვის გაანალიზებული იყო საგზაო-სატრანსპორტო ავარიების შემთხვევები. ამ შემთხვევების შესწავლისთვის იყო გამოყენებული კვლევის ერთ-ერთი სახეობა - დელფის მეთოდი, რომელიც ექსპერტთა გამოკითხვას ეფუძნება. კვლევა მიზნად ისახავდა გაზ-ბალონიანი მანქანების სტატისტიკურად სუსტი ადგილების კლასიფიკაციას. შედეგად გაირკვა, რომ ავტოავარიის დროს ხანძრის გაჩენისა და აფეთქების შემთხვევები ძირითადში გამოწვეული იყო ავტოსახელოსნოებში გაზ-ბალონიანი სისტემის მემონტაჟე სპეციალისტების შეცდომით და არაკვალიფიციურობით.
კვლევის შედეგად გამოყოფილი იყო გაზ-ბალონიანი ავტომობილის რამოდენიმე ყველაზე უპირატესი ნაწილი, საიდანაც პირველ საფეხურზე მოხვდა ყველაზე ადვილად და ხშირად დაზიანებადი ნაწილი და ბოლო საფეხურზე კი ყველაზე კარგად დაცული და ნაკლებად დაზიანებადი. გაირკვა, რომ პრიორიტეტულად ავარიის შემთხვევებისთვის ყველაზე მეტი დაცვა გაზ-ბალონიან სისტემაში შემაერთებელ მილებს ჭირდება, რადგან ისინი ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება. მეორე ადგილზე აღმოჩნდა დამცავი სარქველი. მეხუთე ადგილზე მოხვდა გაზის რედუქტორი; მერვე ადგილზე – ბალონის ვენტილი, ხოლო მე-12, ბოლო ადგილზე მოხვდა გაზის ბალონი.
არანაკლებ მნიშვნელოვანია აგრეთვე წლების განმავლობაში დაგროვებული სტატისტიკური მონაცემები ბუნებრივი გაზის საავტომობილო სათბობად გამოყენების თაობაზე. ეს მონაცემები მოიცავს უსაფრთხოების სტატისტიკას 8331 ერთეული გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებათა შესახებ. მონაცემები ემყარება მუნიციპალური, კერძო და სასწავლო დაწესებულებების ავტოპარკის გამოკითხვის შედეგს. 8331 ერთეული ავტომობილის ჯამურმა გარბენმა დაახლოებით 287 მლნ კილომეტრი შეადგინა. ამ დროის განმავლობაში გაზ-ბალონიან ავტოპარკზე მოსული მძღოლის/მგზავრის ტრავმატიზმის შემთხვევების დონე 37%-ით ნაკლები იყო ბენზინის ავტოპარკთან შედარებით. არ იყო დაფიქსირებული არცერთი სიკვდილის შემთხვევა, მაშინ როცა ბენზინის ავტოპარკზე, ყოველ 160 მლნ კილომეტრზე, სტატისტიკურად 1, 28 სიკვდილი იყო დაფიქსირებული. ავტომობილების შეჯახების სიხშირე 31% ნაკლები იყო გაზ-ბალონიან ავტომობილებში, ბენზინის ძრავიან ავტომობილებთან შედარებით. გამოკითხვის შედეგად აგრეთვე, აღმოჩნდა რომ, 8331 გაზ-ბალონიანი ავტომობილს შორის, დაფიქსირებული იყო 7 ხანძრის შემთხვევა, რომელთაგან მხოლოდ ერთი ხანძარი უკავშირდებოდა ავტომობილის ბუნებრივი გაზის სისტემის მწყობრიდან გამოსვლას. დაწნეხილი ბუნებრივი გ ა ზ ი ს ბალონები ბევრად უ ფ რ ო მ ტ კ ი ცე ა , ვიდრე ტრადიციული თ ხ ე ვ ად ი ს ა წ ვ ავ ი ს ავზები, ამაზე მეტყველებს 1998 წელს მომხდარი საგზაო შემთხვევა, როდესაც ორსაწვავიანი (გაზი-ბენზინი) HONDA-ს ფირმის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა დაახლოებით 160 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მეორე ავტომობილი, რის შედეგადაც მოხდა ბენზინის ავზის დაზიანება და დაქცეული ბენზინის აალება. მანქანა მთლიანად დაიწვა ხანძარში. ბუნებრივი გაზის ბალონი არ დაზიანებულა და უცვლელად დარჩა დამაგრების ადგილას.
მოსაზრება III - საავტომობილო გაზის ბალონის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულია უფრო მეტი რისკი და საფრთხე, ვიდრე ტრადიციული ბენზინის ავზის შემთხვევაში.
ფაქტი: ბუნებრივი გაზის აფეთქების ან აალების აუცილებელი პირობაა სათბობისა და ჰაერის მოცულობითი შერევა ანუ გარკეული კონცენტრაციის მქონე ნარევის წარმოქმნა. ბალონებში გაზის მაღალი წნევის ქვეშ არსებობა გამორიცხავს მათში ჰაერის შეღწევის შესაძლებლობას, მაშინ როდესაც ბენზინის ან დიზელის საწვავის ავზებში ყოველთვის იმყოფება მათი ორთქლისა და ჰაერის ნარევი, რომელსაც გარკვეულ ავარიულ სიტუაციაში დეფლაგრაციული აფეთქება შეუძლია. თანაც ბუნებრივი გაზის თვითაალების ტემპერატურა, აგრეთვე ჰეართან ნარევის კონცენტრაციული ზღვარი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ნავთობპტოდუქტებისა, ასე მაგალითად ბუნებრივი გაზის თვითაფეთქების ტემპერატურაა 600 oC, ბენზინის კი 255-370 oC. დიზელის საწვავის თვითაფეთქების ტემპერატურა უფრო დაბალია (240-330 oC). რაც შეეხება საწვავის ჰაერში თვითაალების მაქსიმალურ მოცულობით ზღვრულ კონცენტრაციას, განსხვავება აქაც თვალსაჩინოა: ბუნებრივი გაზის (4, 4-16%) მინიმუმ 2-ჯერ აღემატება ბენზინისას (0, 6-8%). გარდა ამისა, ბალონის კედლის სისქე მრავალჯერ აღემატება ბენზინის ავზისას და ამასთან ბალონების განლაგება ავტომობილში თითქმის სრულად გამორიცხავს ავარიის დროს მათ დაზიანებას. დაწნეხილი ბუნებრივი გაზის ბალონის სიმტკიცის მარაგი მინიმუმ 2.5-ს შეადგენს. გაზის ბალონს უსამართლოდ ბომბსაც კი ადარებენ, მაშინ როცა გაზის ბალონთან დაკავშირებული ავარიული შემთხვევების მიზეზი არის ადამიანური ფაქტორი.
მოსაზრება
IV - საავტომობილო სათბობად ბუნებრივი გაზის გამოყენებისას იზრდება ავტომობილის ძრავის საპოხი ზეთის ხარჯი და პირიქით, მცირდება საექსპლუატაციო ვადა, მატულობს ძრავის სარქველების ცვეთაც.
ფაქტი: ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილის ძრავის ზეთის სინჯების ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ზეთის სიბლანტე და სიწმინდე ნაკლებად შეიცვალა გაზზე ძრავის მუშაობისას. ძრავის ბენზინზე მუშაობის დროს ზეთის სიბლანტე 17%-ით შემცირდა. გაზზე მუშაობის დროს არსებითად შემცირდა, აგრეთვე, ძრავის სხვადაასხვა საკონტროლო ნაწილის მასის დანაკარგიც: დგუშის რგოლები 35-40%-ით, პაჩოვნიკის სადები 45-50%-ით. ცვეთის ხელშემწყობი ფაქტორი ძირითადში არის დატვირთვა, გაზი-ჰაერის ნარევის დეფლაგრაცია კი ნაკლებად რეაქციულად მიმდინარეობს, ვიდრე ბენზინის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, აგრეთვე 110სმ3 ძრავის მოცულობის KRISS MODENAS მოდელის მოტოციკლეტის ბენზინსა და გაზზე 5000კმ-იანი გარბენის შედეგად მიღებული მონაცემები. ზეთის თვისებები გამოცადეს ASTM (სტანდარტების გამომცემი ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია) მეთოდებთან შესაბამისობაში. შედეგებმა აჩვენა, რომ ბუნებრივი გაზის საწვავად გამოყენების შემთხვევაში ზეთის თვისებები ნაკლებად შეიცვალა, ვიდრე ბენზინის გამოყენებისას. 2500კმ-ის გარბენის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბენზინზე მომუშავე ძრავის ზეთში ნაცარის შემცველობა 6.89%-ით გაიზარდა ბენზინის საწვავის დროს და 2.07%-ით გაზის შემთხვევაში, საიდანაც გამომდინარეობს, რომ სამ ჯერზე მეტად უფრო დაბინძურდა ბენზინზე მომუშავე ძრავის ზეთი, ბუნებრივ გაზზე მომუშავე ძრავის ზეთთან შედარებით.
მოსაზრება V - გაზზე მომუშავე ავტომობილი იმდენად სუსტია, ბენზინზე მომუშავე ავტომობილთან შედარებით, რომ გაზის სათბობი უხდება მხოლოდ იმ მძღოლებს, რომელთაც მანქანის ნელი მართვის სტილი აქვთ.
ფაქტი: თანამედროვე ძრავებისთვის ბუნებრივი გაზი იდეალური საწვავია, რადგან ადვილად ერევა ჰაერს წვის კამერაში და ამით უზრუნველჰყოფს მჟანგავისა (ჰაერი) და საწვავის ოპტიმალურ განაწილებას კამერის მთელ მოცულობაში. ძრავული მეთოდის მიხედვით, მეთანის ოქტანური რიცხვი არის 110, რაც მას მაღალ დეტონაციურ მდგრადობას ანიჭებს და ძრავის კუმშვის ხარისხის გაზრდისა და შესაბამისად სიმძლავრის მნიშვნელოვანი მომატების საშუალებასაც იძლევა. ამ დროისთვის, მსოფლიოს თითქმის ყველა ავტოკონცერნი, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის Mercedes-Benz, BMW, Volkswagen, Opel, Audi, Ford, Toyota, Honda, FIAT, Volvo, Iveco, მეთანზე ქარხნულად მომუშავე ავტომანქანებს აწარმოებს.
მოსაზრება VI - ბუნებრივი გაზის საავტომობილო საწვავად გამოყენების ცნება ახალია და წარმოიქმნა მხოლოდ ტრადიციულ ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით.
ფაქტი: პირველი, პრაქტიკულად მუშა, ერთცილინდრიანი, ორტაქტიანი შიდა წვის ძრავის გამოგონება ბელგიელ მექანიკოს ეტიენ ლენუარს ეკუთვნის. მრავალი ტექნიკური ნაკლის გამო (მქკ <5%) სანათ გაზზე მომუშავე ძრავმა ვერ მოიპოვა ფართო პოპულარობა. სანათი გაზი ქვანახშირის ან ნავთობის პიროლიზის შედეგად მიიღება. მის შემადგენლობაში შედის წყალბადი (51%), ნახშირჟანგი (15%), მეთანი (21%), ნახშირორჟანგი (10%) და აზოტი. ლენუარის გაზის ძრავი დაპატენტებული იყო 1860 წელს. ბენზინის ძრავი გამოგონილი იყო ბევრად მოგვიანებით.
საქართველოში ბუნებრივი გაზის, როგორც ყველაზე ხელმისაწვდომი და გარემოსათვის უსაფრთხო საავტომობილო სათბობის მასობრივად გამოყენებას შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემოღება და ამოქმედება უნდა უძღვოდეს. სახელმწიფოში არსებული გაზბალონიანი სისტემის დამონტაჟებისა და გამოყენების უსაფრთხოების წესების რეალობასთან შეუსაბამობა და/ან არარსებობა და აგრეთვე, მძღოლის არაინფორმირებულობა მკვეთრად ზრდის უბედური შემთხვევის მოხდენის ალბათობას. დროის მონაკვეთში გაზის ბალონებსა და გაზბალონიან აპარატურასთან დაკავშირებული შესაძლო უბედურ შემთხვევათა რიცხვი მით უფრო დიდია, რაც უფრო მეტია გაზზე გადაწყობილი არარეგისტრირებული ავტომობილების რიცხვი.
საქართველოში უნდა არსებობდეს გაზბალონიანი ავტოპარკის ელექტრონული ბაზა, რომელშიც შეტანილი იქნება კონკრეტული ავტომანქანის გაზბალონიანი სისტემის მდგომარეობის აღწერის, უკანასკნელი ჰიდრავლიკური ტესტის ჩატარების დროისა და სხვა მონაცემები. ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილების მიხედვით ლიდერი ქვეყნების მრავალწლიან პრაქტიკაში გაზის ბალონის გასკდომის შემთხვევები ძალიან მცირეა, მაშინ როდესაც უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში უკვე რამოდენიმე ინციდენტი მოხდა.
მსოფლიოში საავტომობილო ალტერნატიულ საწვავად ბუნებრივი გაზის გამოყენება პირველად იტალიაში დაიწყო 1930-იან წლებში. 40-იანი წლებიდან ბუნებრივი გაზის სათბობი სხვა ქვეყნებშიც გადავიდა. საავტომობილო ბუნებრივი გაზის გამოყენება ზოგიერთ ქვეყნებში ექსპორტირებად ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად, დაიწყეს 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისის შემდეგ. 2014 წლის მონაცემებით არგენტინაში 1, 7 მლნ. გაზზე მომუშავე დარეგისტრირებული ავტომობილია. 2014 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მომუშავე ტრანსპორტის რაოდენობის მიხედვით ირანი ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა - დარეგისტრირებულია 3.2 მლნ. ერთეული გაზბალონიანი სატრანსპორტო საშუალება.
1984 წელს არგენტინის ხელისუფლებამ ეკონომიკური მიზეზით გადაწყვიტა მიეღო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ტრადიციული თხევადი საწვავის ბუნებრივი აირით ჩანაცვლებას. დაიწყო სხვა ქვეყნებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის გადმოღების პროცესი. იტალიის პრაქტიკა ყველაზე მეტად შეესაბამებოდა არგენტინის რეალობას. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა გაზის სათბობის გამოყენების უსაფრთხოებას. ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა გაზსავსებ სადგურებზე გამმართველი ოპერატორების სერთიფიცირება იმისათვის, რომ არ მომხდარიყო გაუმართავი და ტექნიკური ნორმების შეუსაბამო გაზბალონიანი სისტემის მქონე ავტომობილის გამართვა. მოცემული მიდგომა, გაზსავსებ სადგურზე ავტომობილის საწვავით გამართვის უშუალო რისკის თავიდან აცილების გარდა აგრეთვე, გაუმართავი ავტომობილის მძღოლებისთვის გაზზე გადაადგილების საშუალებასაც არ იძლევა, რაც თავისმხრივ, მოქმედებს როგორც შეზღუდვა ტექნიკურ რეგლამენთან შეუსაბამო ავტომობილით სარგებლობისათვის. ასეთ შემთხვევაში მძღოლს შეუძლია გამოიყენოს სარეზერვო ტრადიციული საწვავი, რომელიც ძვირია ანდა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით, მხოლოდ მანამდე ავტომობილმა უნდა გაიაროს ტექინკური დათვალიერება და სერტიფიცირება. დიდი მნიშვნელობა აქვს გაზგასამართ სადგურზე ავტომობილის გაზბალონიანი სისტემის სერტიფიკატის ამოცნობის პროცესის ავტომატიზაციასაც. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არგენტინაში დაფიქსირდა ბალონის გასკდომის რამოდენიმე ინციდენტი, მათგან უმრავლეს შემთხვევათა მიზეზი იყო ტექნიკურ ნორმებთან შეუსაბამო ან გაყალბებული სერთიფიკატის მქონე ავტომობილის გამართვა. საინტერესოა, რომ უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში არ მომხდარა ავტომობილის გაზის ბალონის არცერთი გასკდომა. ამჟამად, არგენტინაში მოქმედებს სატრანსპორტო სექტორში მოხმარებადი გაზბალონიანი სისტემის რეესტრის პროგრამა, რომელიც ახორციელებს ქვეყანაში შემოსული და წარმოებადი თითოეული ბალონის ვარგისიანობის ვადის, საინდენტიფიკაციო მონაცემებისა და სხვა მაჩვენებლის კონტროლს. ავტომობილის გაზბალონიანი სისტემა ყოველწლიურად მოწმდება და შემოწმების შემდეგ საქარე მინაზე მაგრდება ახალი ჰოლოგრაფიული ნიშანი, რომელიც ადასტურებს მოწყობილობის ვარგისიანობას. ყოველ სამ წელიწადში ბალონი გადის ჰიდრავლიკურ გამოცდას.
ტრანსპორტი ქვეყნის ენერგეტიკული კომპლექსის მსხვილი მომხმარებელია და შესაბამისად უფრო დაბალი ღირებულების და ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნეტიულ საწვავზე – ბუნებრივ გაზზე ტრანსპორტის გადაწყობა, ეკონომიკის ეფექტურობის ამაღლებასა და გამონაბოლქვი აირებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის შემცირებას ნიშნავს. ჩამოთვლილი და სხვა მრავალი მიზეზით ბუნებრივი გაზი შეიძლება განიხილოს, როგორც ალტერნატიული სათბობი, რომელსაც ყველა დონეზე შეუძლია ტრადიციული თხევადი საწვავის ჩანაცვლება.
This post has been edited by moen6 on 24 Aug 2015, 15:42