moen6
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 83
წევრი No.: 206486
რეგისტრ.: 16-August 15
|
#45529363 · 28 Aug 2015, 23:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძირითადად ხდება შემდეგი მარკის ბენზინის წარმოება: А-72, А-76, А-80, АI-91, АI-92, АI-93, АI-95 და АI-98.
მას აწარმოებენ ეთილირებული, დაბალეთილირებული, არაეთილირებული, ზამთრისა და ზაფხულის მარკების სახით.
ყველა ეთილირებულ ბენზინს უმატებენ სხვადასხვა ფერის საღებავის დანამატებს:
А-72 — ვარდისფერი;
А-76 — ყვითელი;
АI-93 — ნარინჯისფერ - წითელი;
АI-98 — ლურჯი;
საზღვარგარეთ ძირითადად გამოიყენება 3 მარკის ბენზინი
•ნორმალი (რომლის ოქტანური რიცხვი შეადგენს 72-80 -ს)
• რეგულარი (რომლის ოქტანური რიცხვი შეადგენს 90-94 - ს)
• პრემიუმი (რომლის ოქტანური რიცხვი შეადგენს 97-98 -ს)
• სუპერი (რომლის ოქტანური რიცხვი შეადგენს 99-102 -ს)
გამოყენება
ბენზინის ხარისხი, ოქტანური რიცხვის ფაქტიური მნიშვნელობის გარდა, განისაზღვრება მექანიკური ნაზავის დაბინძურების ხარისხით, ტუტიანობით, მჟავას შემადგენლობით, ორგანული და გოგირდოვანი ნაერთებით.
თუ ბენზინი ცუდი ხარისხისაა, მისი წვის შემდეგ ადგილი აქვს დეტონაციურ პროცესებს, მაღლდება ძრავის ცვეთის ინტენსივობა, ხშირდება ფისისა და წვის პროდუქტების გამოყოფა, ადგილი აქვს კოროზიულ ზემოქმედებას ძრავის დეტალებზე.
საწვავის (ბენზინის) მიწოდების სისტემა აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი გამწმენდი ფილტრით. საჭიროა ყურადღებით თვალის მიდევნება და ზედმეტი დაბინძურების შემთხვევაში მისი შეცვლა. სასურველია ფილტრი ყოველ 10 000-15 000 კილომეტრზე შეიცვალოს, ხოლო ბენზინის ავზი წელიწადში ერთხელ მაინც გაირეცხოს.
ისეთ ავტომობილში, რომლის ძრავი აღჭურვილია პრისკით და კატალიზატორით, სასურველია, თუ არ იქნება გამოყენებული AI-95 – ზე ნაკლები ოქტანობის ბენზინი, არაეთილირებული ან დაბალეთილირებული.
შენახვა
ხანგრძლივი შენახვის შემთხვევაში, ბენზინის ხარისხი მცირდება. ამ დროს, ჩვეულებრივ, მისი ოქტანობის რიცხვი ერთი-ორი ერთეულით იკლებს და, იმატებს ფისის შემცველობა ნახშირწყალბადის დაჟანგვის ხარჯზე, რომელიც შედის ბენზინის შემადგენლობაში.
ფისი, რომელიც შედის ბენზინის შემადგენლობაში, ქმნის ბლანტ და წებოვან ყავისფერი შეფერილობის შენაერთს, რომელიც ილექება ყველა იმ დეტალზე, რომელსაც შეხება აქვს ბენზინთან და მის ორთქლთან (შემავალი სარქველების ღერძზე, საწვავის ავზის კედლებზე და ა.შ). რაც უარყოფითად აისახება ძრავის მუშაობაზე.
ბენზინის დაჟანგვის პროცესზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები. სპილენძი და მისი შენადნობები ძლიერ აჩქარებს ამ პროცესს, ამიტომ თუ ბენზინის ავზი შეიცავს სპილენძის დეტალებს, ბენზინი იჟანგება გაცილებით მალე, ვიდრე მაგალითად რკინის ავზშიან ჭურჭელში მოთავსებული ბენზინი.
დაჟანგვის პროცესს ხელს უწყობს ასევე ჰაერის თავისუფალი მოხვედრა ბენზინის ჭურჭელში.
ბენზინის დაჟანგვაზე აქტიურად მოქმედებს სითბო., ამიტომ ზაფხულში იგი უფრო ინტენსიურად ხდება, ვიდრე ზამთარში.
ეთილირებული ბენზინის კარგად თავდაუხურავ ჭურჭელში დიდი ხნის შენახვის შემთხვევაში, იკარგება ადვილად აორთქლებადი ბრომისებრი ეთილი, ნივთიერება, რომელიც შედის ეთილოვანი სითხის შემადგენლობაში და, გამოაქვს ტყვიის ოქსიდები წვის კამერიდან. ასეთი ბენზინის გამოყენების შემთხვევაში მკვეთრად იზრდება ძრავში ნამწვის გამოყოფა.
აქედან გამომდინარე უმჯობესია ბენზინის, მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში შენახვა გრილ ტემპერატურაზე.
საშუალო კლიმატურ ზონაში მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, ბენზინი მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე საშუალოდ ინახება 12 თვე, ხოლო ავტომობილის ავზში 6 თვე.
ბენზინის ხარისხი, რომელიც შემცირებულია ხანგრძლივი შენახვის გამო, შეიძლება გაუმჯობესდეს ორმაგი, სამმაგი და შეიძლება უფრო მეტიც, იგივე მარკის ახალი ბენზინის შერევით. მიღებული ნაზავი ხარისხით ძალიან ახლოსაა ახალ ბენზინთან.
საწვავის ნახშირწყალბადების დაჟანგვის პროცესების დასამუხრუჭებლად გამოიყენება სპეციალური დანამატები - ანტიოქსიდანტები, ისინი საწვავში ემატება ძალზე მცირე რაოდენობით, პროცენტის მეათედამდე და უზრუნველყოფენ შენახვის დროს საწყისი თვისებების შენარჩუნებას.
|