რა ვიცი, ვისაც მოგწონთ ჩაასხით

მე ეკონომიის მიზნით ვასხამდი სოკარში და ახლა აღარც ეკონომია გამოდის......
თავიდან 50 ლიტრით 400-450 კილომეტრს გავდიოდი და ახლა 300 ძლივს გადის

ანუ ხან 11-12 ლიტრს მიწვავს, ხან კიდევ 16-17 ლიტრს... ჩვეულებრივი სიარულით

ხოდა, ახლა ლუკოილის ავანგარდს ვტესტავ... ეტყობა რომ სოკარს ჯობია... დილით, სოკარზე უჭირდა მაინც დაქოქვა და ლუკოილზე წამში დაიქოქა.... კლაპნების ხმაზე კიდევ ყველა მეუბნებოდა რომ ჰქონდა და მეც მესმოდა, ისეთი რაკა-რუკი გაჰქონდა დაბალ გაზზე... ლუკოილზე კიდევ, მანქანა მანქანას დაემსგავსა, აღებით უკეთ და სწრაფად იღებს, ხმა გაუქრა, ახლა დაყენებული მყავს და 6-ის მერე, სამსახურს რომ მოვრჩები ვნახავ, ექნება თუ არა ხმა

ნუ რა ვიცი, ჩემს მანქანას 96 ოქტანობის ბენზინი უწერია, სკაილაინი მყავს... ხოდა შეიძლება ლუკოილის პრემიუმი იმიტომ მოუხდა რომ 96,2 უწერიათ მაგათ ავანგარდზე და სოკარის 95 არის....
ფაქტია რომ მანქანა "გამხეცდა"