ვარკეთილში არის ერთი კარბურატორშიკი მეოთხე პროფილაქტიკაში. ადრე რუსეთშია ნამუშევარი. თავის საქმეში იმენა პროფია. მე მაგისი მომდურავი ჯერ კაცი არ მინახავს. მეც მაგასთან დამყავდა ხოლმე წინა მანქანა ადრე. ჯიგარი ტიპია, გასწავლის თუ ინტერესი დაიხანა შენში და თან მეძვირე არცაა.
მაგან მირჩია ერთხელ რო ლუკოილის საწვავი ჩაასხი ხოლმეო. რატო რო ვკითხე, ლუკოილის ბენზინი გამოიტანა ბოთლით და თითზე დაიწვეთა. თითი რო გაშრა მოთეთრო კვალი დატოვა. თუ ესეთ კვალს დატოვებს ბენზინი ზნაჩიტ კაიაო. იმ დროს მანქანებში ბევრი არც მესმოდა ამიტომ არც ჩავძიებივარ. ისე საინტერესოა ეგ თეთრი კვალი რას ნიშნავს.
კიდე მახსოვს სვეჩებზე ყოველთვის ხალხს ურჩევდა 10-ლარიან ბრისკებს. უეჭველი ვიცი რო ჩეხურებიაო. მე მაგარი კმაყოფილი ვიყავი მაგ სვეჩების. იყო 8-ლარიანები და 10-ლარიანები. 10-ლარიანების გამოშვება მერე შეწყვიტა ქარხანამ და ხალხის მოთხოვნა რო იყო იმ სვეჩებზე 8-ლარიანებს მერე 10-ლარს აფასებდნენ და ეხლაც ეგრეა მემგონი

10-ლარი ღირდა 4-ცალი და იმენა მომდურავი არაჰყავდა მაგ სვეჩებს. ახლობელს ბმვ-ზეც ეყენა და ჯიგრულად მუშაობა მატორი
საერთოდ კარგი ბენზინი მუქი ფერის არ უნდა იყოს. რაც უფრო ნათელი ფერისაა მით უკეთესია. ეს ვარდისფერი, ლურჯი, მწვანე და ა.შ. უფრო მარკეტინგული ხრიკი მგონია მე.
მე სოკარზე ეჭვი მაქვს რო თხევადი გაზით აბევრებენ ბენზინს. მაგ მეთოდით გაბევრებული ბენზინი ჩასხმის მომენტში კი ზუსტად ჩადის მაგრამ მერე გაზი რო ორთქლდება საწვავის ოდენობას 30-40 პროცენტი აკლდება. რუსეთში გავრცელებული მეთოდია და დავიჯერო აქ არ მაინმუნობენ მასე?
* * *
მცოდნე ვინც არის ამიხსენით ეს ფენომენი.... ვერ ვერკვევი მაგაში
დოლარი მაღლა-მაღლა ადის და ბენზინი იაფდება---საწვავს ხო ლარებში ვყიდულობთ ანუ ლარი შესდის კომპანიას, მერე ისინი დოლარში ყიდულობენ საწვავს და ბენზინი როგორ იაფდება? იმ დოლარს ხო ისევ საქართველოში ყიდულობენ კომპანიები?
ბენზინი იაფდება და გაზი ძვირდება----სად ბუნებრივი აირი და სად ნავთობი... ნავთობი უფრო დეფიციტური არაა ვიდრე ბუნებრივი აირი?