დროში გაწელვამ მართლა გატეხა.. მაგრამ ნუ ამას რამოდენიმე მიზეზი ქონდა და ამ მიზეზებიდან ყველა ორგანიზატორების ბრალი ნამდვილად არ იყო.. ერთი ის რომ ძალიან ბევრი გამომსვლელი იყო და გინდა არ გინდა ყველას კვალიფიკაციამ ძალიან გაწელა დრაგის დაწყება. მეორე ის რომ იქ რაღაც ჩეპეები იყო, ვიღაცას სამოყვარულოში არასტანდარტული საბურავები ეყენა, ვიღაცა ნახევრად დაშლილი იყო, ვიღაცას მეთანოლი არ ენანებოდა

ამეებზე მიდიოდა გარჩევები და პრინციპში სამართლიანად. ეს გარჩევები უნდა ყოფილიყო! დროა ყველამ შეიგნოს რომ წესი უნდა იყოს ყველასთვის წესი! ეს ყველაფერი ორგანიზატორების ბრალი არ ყოფილა მოკლედ. ორგანიზატორებს რაც შეეხება, ეს შლემის ამბავი წელავდა უაზროდ. იმიტომ რომ ველოდებოდით შლემს ყველანი და ზაეზდის მერე არავინ ჩქარობს დაბრუნებას იმიტომ რომ გაგრილება უნდა. სხვა ისეთი არაფერი მახსენდება.. ნუ მოკლედ რაც იყო იყო, მთავარია წვიმა არ იყო მაგის დედაც მოვდღან

რაც შეეხება ჩემს სიარულს და დროს. დრო სამწუხაროდ მხოლოდ კვალიფიკაციაზე ითვლებოდა, რომელ კვალიფიკაციაზეც დაბალი წნევით ვიარე და დრო მქონდა 12.7. 20 ლარიანი ჩვეულებრივი რაღაც საბურავით.
ბევრმა ალბათ შეამჩნია რომ მერე და მერე უფრო მაგრად მიდიოდა მანქანა. ესეც მაგ მიზეზით იყო, შეჯიბრის 3/4 სულ დაბალი წნევით ვიარე ))) იმიტომ რომ ძალიან უპრობლემოდ ვასწრებდი და საკმაოდ დამაჯერებლად ეგრეც.. ბოლოსკენ ავუწიე მხოლოდ, რომ აგრილდა. უბრალოდ ნახევარ ფინალი და ფინალი შეუსვენებლად ვიარე ერთი 5 ზაეზდი და ნამდვილად მეგონა რომ ფინალს წავაგებდი მეორე ზაეზდიდან მაინც, მაგის გამო. იმიტომ რომ ვინც არ იცის, გაგრილების პრობლემა მაქვს მანქაზე და 4-5 ზაეზდი კი არა, მეორე ზაეზდზეც კორპუსები მაკლდება, თუ არ გავაგრილე ცოტა მაინც მანქანა

თუმცა ვიდეო რომ ვნახე მაინც ნორმალურად მივლია მაგის მიუხედავად, მთლად შესწრებაზე არ ვყოფილვარ

კაია რომ ჩვენებმა გადავინაწილეთ საპრიზოები, ეს დაძაბულობას ხსნის ზაეზდის დროს.
ერთადერთი ჩეპე რაც მომივიდა.. აბსოლუტში რომ გადავედი ეგრევე გოლეთიანს დამაჯახეს(მაგ კლასის მომავალ გამარჯვებულს), ხოდა ეს გოლეთიანი მეგონა რომ მარტივად გამასწრებდა, იმიტომ რომ ვიცი ეგ მანქანა ძალიან მაგრად დადის და დავიკიდე ასე ვთქვათ ზაეზდი. ყურადღება მოვადუნე და როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად. პირველ ზაეზდზე მეორე გავმაზე მარა მესამეში დავეწიე და გავუთანაბრდი(მე თვითონ არ მეჯერა

) და მეოთხე რომ უნდა მიმეცა და იდეაში ცხვირი გამეყო, მეოთხეც გავმაზე

კრილოთი შემასწრო. მეორე ზაეზდზე უკვე 90 პროცენტი დარწმუნებული ვიყავი რომ მოვუგებდი მაგ მანქანას, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დავსტარტე კარგად, ძაან ლაგიდან მომივიდა და ვერ აიყოლა მანქანამ კარგად, თუმცა მიუხედავად ამისა ბოლო მომენტამდე მაინც წინ ვიყავი. უბრალოდ აქ უკვე ,,გამიარა'' გასწრების მომენტში. ეს თუ ვერ დავსტარტე ეგეთი დონის მანქანასთან აზრი არ აქვს და მოსალოდნელი იყო ეგ ამბავი. დაჟე ერთით ერთი გამოუცხადებიათ, შეიძლება შევასწარი კიდევაც აზრზე არ ვარ )) ფინიშის ხაზის საყურაბლად არ მეცალა )) მესამედ უკვე აღარც მივსულვარ, რა როგორ იყო ზუსტად ეხლაც არ ვიცი

))
სულ ესაა მოკლედ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბალეშიკებს