ნეტა არ დაგეწერათ სანამ ბოლომდე არ გაარკვევდით ))
ეხლა ვიყავით მე და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი პრიზიორი, ისნიდან ასტრა დიღომში გასულები პრიზების გამოსართმევად (გამარჯვებულებს თუ ასე თუ უწევდათ ორგანიზატორის დევნა პრიზის მისაღებად არ ვიცოდი

) გადმოგვცეს მარტო ბენზინის ტალონები, რაც შეეხება 1 ადგილოსნებისთვის დაანონსებულ ვაუჩერს, პრობლემა არისო და შეიძლება სულ არ იყოსო, ასევე ენერგეტიკული სასმელის შეკვრა-ჯერ არ გვაქო და როგორც მივხვდი დიდი ალბათობით არც იქნება ))
მე, როგორც თქვენი შეჯიბრის მონაწილე,შემდეგში გამარჯვების შემხვევაში ვისურვებდი ასეთი გაუგებრობები აღარ იყოს და იქნებ პრიზები იქვე გადასცეთ გამარჯვებულებს, ან თუ იქვე არ გადასცემთ, ოფიციალურად მაინც ნუღარ დააანონსებთ ისეთ პრიზებს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის ))
პ.ს. სწორად გაიგეთ ორგანიზატორებო, ძალიან დასაფასებელია თქვენი შრომა, საერთოდ რო არ ყოფილიყო პრიზები მაინც გამოვიდოდით მეც და ჩემი ნაცნობი იქ ვინც იყო ყველა, მარა ოფიციალურ დანაპირებს შესრულება უნდა ))