iloilo603კი, ეგეთს, ოღონდ ეგეთი იაფიანები არ ვარგა.
აი ეს ნორმალურია მაგალითად:
http://www.monoprice.com/product?p_id=10251მნიშვნელოვანია ძალიან, რომ სრულყოფილი HDMI-ს მხარდაჭერა ჰქონდეს ამ სპლიტერ/კონვერეტერებს, ხმის კუთხით Dolby TrueHD და DTS-HD Master Audio-ს ჩათვლით. ეგ ნიშნავს, რომ კონვერტერში ხმა დამუშავებას არ გადის HDMI ვიხოდებზე.
RCA-ზე როცა გადადის კონვერტერში, მანდ 100% მუშავდება ხმა და ეგ არ ვარგა, იმიტომ რომ ხმის ხარისხში კონვერტერის DAC-ზე ხარ დამოკიდებული.
რაც შეეხება არა-HDMI, ანუ Toslink (ოპტიკურ) პორტს, საიდანაც რეალურად უნდა მიაწოდო სიგნალი პროცესორს/გამაძლიერებელს, მანდ გასათვალისწინბელია, რომ TOSLINK-ს აქვს მაქსიმუმ მხოლოდ შეუკუმშავი 2-არხიანი PCM (დაუკომპრესებელი WAV/FLAC ფორმატები მაგალითად, CD Audio ხარისხი) ან შეკუმშული 5.1/7.1 ხმის გადაცემისთვის საკმარისი გამტარობა.
Dolby TrueHD და DTS-HD Master Audio ტოსლინკით არ მიიღება, თუმცა რადგან მაქანაში ისედაც ორ-არხიანი ხმა გვჭირდება და არა Surround, ამიტომ ეგ პრობლემა არაა.
რადგან ამდენი რამე ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ 90% შემთხვევაში მანქანისთვის საკმარისია და საუკეთესო ხარისხია CD Audio, იგივე შეუკუმშავი FLAC/WAV ხარისხის მუსიკა, თუმცა არსებობს კიდევ DVD Audio, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მუსიკა ჩაწერილი იქნას უფრო მაღალი ბიტრეიტით, სემპლინგ რეიტით ან მეტი ჩენელებით. ჩენელებს რომ თავი დავანებოთ, DVD Audio-ს შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ჩანაწერმა გადმოგვცეს ხმა უკეთესი ხარისხით, უკეთესი სიღრმითა და მეტი დეტალიზაციით. თუმცა, DVD-Audio ხარისხში სხვაობის დანახვას გარდა იმისა, რომ ფორმატს წაკითხვა უნდა, სჭირდება შესაბამისი ხარისხის დინამიკებიც და გამაძლიერებელიც + ადამიანის ყურების სმენის დონე ისე განვითარებული, რომ გრძნობდეს სხვაობას CD-სა და DVD აუდიოს ხარისხს შორის. ბევრს გაუჭირდება მაგ სხვაობის აღქმა მაგალითად.
ჰო, DVD აუდიოს გადაცემაც ტოსლინკით შეუძლებელია, არასაკმარისი გამტარობის გამო. დვდ-აუდიოს გადასაცემად ორი სტანდარტული ვარიანტი არსებობს - HDMI ან 5-არხიანი რკა კაბელი (თუმცა ეს 5.1 საუნდზე გამოიყენება და არა სტერეო ხმაზე, რომელიც მაღალი სემპლინგ და ბიტრეიტითაა ჩაწერილი.