აბა მეც ვიტყვი 2 სიტყვას
1. სულ თავიდან, ჩემი ახალგაზრდობის გარიჟრაჟზე და მანქანის ტარების სწავლისას მყავდა გაზ 24-11. ნუ შეფასება შორს, რადგან მაშინ ეგ იყო და მორჩა, მაგრამ თავის დროისათვის მანქანა იყო.
2. ვაზ 21-07. ნუ ესეც იმ კატეგორიაში
3. ვაზ 21-099 კარგად ვჯორე და საბოლოო ჯამში მანქანის ტარება ამაზე დავამუღამე. ბოლოს გავყიდე და მერე ქუჩაში დავინახე, ბუქსირზე ჩაება ვიღაცას, აღმართზე აყავდა, უცებ მკვეთრად დაძრა წინამ და ცხვირი გაიყოლა.



4. ოპელ ვექტრა A 2.6. რასაც ერქვა რაკეტა და ვირი. თან მე და ჩემი ძმა ერთად დავახრიგინებდით. ბოლოს სომხებმა წაიყვანეს. პრეტენზიას ვერ გამოვთქვავ.
5. ფორდ სიერა. ესეც კარგი ჯორი იყო. რაც ვათრიე ვათრიე და მერე ვინც იყიდა სულ მლოცავდა ეს რა გამძლე მანქანა ყოფილაო. ნაკლი ის ქონდა, რომ დაბალი იყო და ყველაფერს ედებოდა. ასევე ფორდის სტილში ძალიან წკაპზე ქონდა დამაგრებული ბამპერი, რადიატორი და ოდნაბ რამეზე მიჯახებისას მთელი ბამპერი ხდებოდა გასაკეთებელი.
6. გოლფ 3 1,8. არანაკლები გამძლე. ბოლოს სანამ არ დამარტყეს და დამლეწეს მანქანა ვერ გავჯორე, მითუმეტეს, რომ მთა და ტყე არ დაკლებია.
7. ბმვ 525
8 ბმვ 730
9. ბმვ 316
ამათ მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ გამომშვები ქარხანა. მანქანა შემაძულეს, რასაც აკეთებდი ის ფუჭდებოდა. თოვლში, წვიმაში და ტალახში ნაგავი, გაგრილების სისტემა ნაგავი, და არ ვიცი კიდევ რამდენი პრობლემა.
10. ვოლვო 460. მაგარი გამძლე მანქანა, ოღონდ სანამ აურევს, მერე როგორც ყველა ვლვო ძვირი მომსახურებაში, უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ მაინც.
11. მერსედეს 124/1992 დალოცვილი, მადლიანი, გამძლე და გემრიელად სახმარი მანქანა. და სხვათაშორის ამან მე ისეთ ავარიაში გადამარჩინა რომ სხვა მანქანით იქ უბრალოდ 5 გვამი ვიქნებოდით.
12. ფორდ ესკორტი. ნუ წინა გიტერების რეზინები ქონდა ძალიან ქლიავური კონსტრუქციის და ყოველ 6 თვეში უნდა გეცვალა, თორემ სხვა მხრივ თავის საქმეს მშვენივრად ასრულებდა, პრეტენზია ნამდვილად არ მქონდა. არც კაპრიზი და და არც ძვირი ნაწილები.
13.მერსედეს ც კლასი (202) უფ გემრიელი და დალოცვილი. 5 წელი მე ვატარე, 3 მამაჩემმა და ბოლოს ავარიამ შეიწირა თორემ 2-3 წელი კიდევ ივლიდა.
14. მერსედესი ც კლასი(203) ესეც მერსედესია და არ ღალატობს მერსედესობას
15. ტოიოტა ისტ. არ მეგონა ეს პატარა მანქანა თუ ასე შემაყვარებდა თავს. 7 ლიტრი ქალაქში, ტევადი არ ვიცი რა დონეზე. კიდევ დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი იაპონიიდან ჩამოყვანილ მანქანას, მაგრამ მარცხენა საჭე მირჩევნია გარკვეულ მიზეზთა გამო.
ეს ძირითადია, თორემ ამათ შორის იყო კიდევ სხვა და სხვა მანქანები 2-6 თვით რომ მყავდა და მალევე გავყიდე.
ყველა აქედან ვასკვნი, რომ მანქანა უნდა შეაფასო იმის მიხედვით როგორ გამოიყენებ, ამასთან ზუსთად უნდა იცოდე რა და რისთვის გჭირდება. მოვლაზე ბევრია დამოკიდებული და მე ჩემს ყველა მანქანას ვუვლიდი, ვსწავლობდი დადებითს და უარყოფითს, თუმცა გამოცდილება მაინც დროს მოაქვს.. მიუხედავად ამისა ყველა მწარმოებელს აქვს თავის სახასიათო ნიშანი რომელიც აუცილებლად უნდა გაითავლისწინო მანქანის ყიდვისას და შეფასებისას. და ბოლოს, არასდროს არ ვაფასებ იმ მანქანას და იმ მწარმოებელს რაც არ მყოლია.