ნუ მარჯვენა საჭიანი მანქანის ფარები მარცხენასაჭიან ქვეყნებში პრობლემა რომაა დიდი ორი აზრი არაა, შუქის ჭრა პირიქით აქვს და ავტომატურად ყბელას აბრმავებ ბლიჟნით.
ფარებზე მაინც უნდა იყოს რაღაც რეგულაცია.
მარცხენასაჭიანებს რაც შეეხება, ასევე ბევრი დადის დაურეგულირებელი ფარებით.
ფარებზე მაინც სავალდებულო უნდა გახდეს რა ტექდათვალიერება.
გარდა მაგისა, სტანდარტული ზენონ კიტები უნდა აიკრძალოს ისეთ ფარებში, რომლებსაც ამრეკლი აქვს და არაა გათვლილი ქარხნულად ზენონზე.
ან კიდევ არის სპეციალური ნათურები ამრეკლიანი ფარებისთვის, მაგალითად დასერჩეთ H7R ნათურა. ცალ მხარეს მეტალის საფარი აქვს და ამრეკლიან ფარებში სხივს ჭრის, რომ არ დააბრმავოს წინ მომავლები.
თუმცა მე ჩვენთან ეგეთი ნათურა არ მინახავს შემოტანილი, სტანდარტულები შემოაქვთ და მაგის ჩაყენება ჩვეულებრივ ატრაჟაწელიან ფარში არ შეიძლება ნორმალურ ქვეყნებში, რაც არ უნდა არეგულირო, სხივი იპარება და აბრმავებს წინ მყოფებს.
მაგასაც რეგულაცია უნდა, მოკლედ.
უკნიდან დალნებისგან მე სპოილერი მშველის ძალიან

ზუსტად ისეთ სიმაღლეზეა, სადაც უკანმომავალი მანქანის ფარების ნათების ცენტრია, განსაკუთრებით სუვ-ებისგან დასაცავადაა კარგი
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.