მე მარცხენა საჭიანიც მყავს და მარჯვენაც... თუმცა მარცხენა საჭიანის ტარება მიჭირს, მარჯვენა საჭიანზე კიდევ როგორც თევზი წყალში ისე ვგრძნობ თავს...
ყველა ადამიანი ხომ ინდივიდუალურია? მე მარჯვენა საჭიანს ვატარებ უკეთ და უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს... არც ავარიულ მდგომარეობას ვქმნი და არც არავის ვუქმნი პპრობლემას...
ეგ კი არა, ერთმა მარცხენა საჭიანმა ჯიპმა დამარტყა კარში, ხოდა მე მეჩხუბებოდა ჩემს ზოლში გადმოდიო... მეთქი არ არსებობს-თქო, ხოდა კიდევ კარგი ვიდეო რეგისტრატორი ჰქონდა და ნახა რომ თვითონ გადმოვიდა ჩემს ზოლში...
ადამიანი თუ ყურადღებით ატარებ, არ ცანცარებ, ზოლებს უყურებ და მიყვები შენს ზოლს, არ არღვევ წესებს, რა მნიშვნელობა აქვს საჭეს?
თუმცა ალბათ ისიც უნდა აღინიშნოს რომ მარჯვენა საჭიანმა არ უნდა გაასწროს მარცხენა საჭიანს რაოდენობის მხრივ ვგულისხმობ... მაგრამ მარჯენა საჭიანის აკრძალვით არ გვარდება პრობლემა...
რატომ ყიდულობს ხალხი მარჯვენა საჭიანს? ან მარცხენას და ძველს?? იმიტომ რომ გაჭირვებაა ქვეყანაში.... მანქანა კიდევ აუცილებელია და არა კომფორტის საგანი....
ხოდა, ბოდიში და რომ გამოდის პრემიერი და ამბობს "ხალხის კეთილდღეობაზე ვზრუნავთო", აკრძალვით კი ნუ ზრუნავ, შეუქმენი ისეთი მდგომარეობა რომ მატერიალური და ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და თვითონვე აღარ მოუნდება ძველის, ნახმარის, გაფუჭებულის ყიდვა.... ფული რომ არ აქვთ იმიტომ ვერ ყიდულობენ ახალს და კარგს, თორემ დებილები კი არ არიან????
ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელი არის, ეს "ვითომ ხალხზე ზრუნვა"...
პ.ს
ისე არ გამიგოთ თითქოს რომელიმე პოლიტიკურ მოძრაობას მივეკუთვნებოდე

ღმერთმა დამიფაროს... პოლიტიკაში მყოფი და პატიოსანი ადამიანი მგონი არ არსებობს... რატომ ებღაუჭებიან ამ სკამებს ვერ ვხვდები... მე მირჩევნია ის ვაკეთო რაც კარგად გამომდის და ხალხმა მლოცოს, ვიდრე ვერ ვაკეთებდე და ყველა მლანძღავდეს...
This post has been edited by MySweetAudrina on 3 Dec 2015, 12:50
Если у тебя получилось обмануть человека, это не значит, что он дурак. это значит, что тебе доверяли больше, чем ты этого заслуживаешь!