უკონტაქტო პატრულირება
სიჩქარის მობილური დეტექტორები
შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა 2030-ში ახალ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელმაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება უნდა დაარეგულიროს.
“შემოგვაქვს უკონტაქტო პატრულირება, რაც ესე მოგვწონს ევროპაში, რატომ არ არღვევენ მოქალაქეები საგზაო მოძრაობის წესებს, როცა პოლიცია არ სჩანს ირგვლივ, იმიტომ რომ მათ იციან, რომ შეიძლება უკონტაქტო გზით დააჯარომოს ის სახელმწიფომ.
უკონტაქტო პატრულირება გულისხმობს იმას, რომ სპეციალური ჯიპიეს რეგისტრატორებით, რომელიც აღნუსხავს დროს და ზუსტ ადგილს სატელიტის საშუალებით თქვენი დარღვევა ფიქსირდება, გადაეცემა პოლიციას და პოლიცია თქვენ გაჯარიმებთ. ეს იმოქმედებს ისე, როგორც დღე მოქმედებს ვიდეოჯარიმა, უბრალოდ ვიდეოკამერები მხატვრულად რომ ვთქვათ ბოძებიდან ჩამოდის და იწყებს მოძრაობას, ასევე შემოგვაქვს სიჩქარის მობილური დეტექტორები, პროგრამაც კი არის შექმნილი ტელეფონისთვის, რომელიც გაჩვენებთ სად არის სიჩქარის დეტექტორი დამონტაჟებული, “გოჩა ჩართულია”, “გოჩა გამორთულია”, იცით ალბათ ეს პროგრამა, ჩვენ შემოგვაქვს მობილური დეტექტორები, როდესაც ” გოჩამ”, ანუ ამ პროგრამამ არ იცის სად არის ეს დეტექტორი და შემოდის მესამე სტატუსი გოჩა დაბნეულია, ანუ დღეს შეიძლება ეს დეტექტორი დგას მეხუთე კილომეტრზე, ხვალ მეშვიდეზე და მძღოლებს აქვთ განცდა, რომ სიჩქარის გადაჭარბება ყველგან ისჯება და არა მხოლოდ იმ ბოძებთან, რომლებიც მათ დაიმახსოვრეს”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
http://www.ipress.ge/new/19799-archil-tala...55ISp1.facebook