არსებობს ავტომოყვარულთა რამდენიმე კატეგორია და შესაბამისად მოთხოვნილებებიც სხვადასხვაა. აი ვეცდები ავხსნა:
1) მე და ჩემნაირები (ავტომობილზე არაამქვეყნიურად შეყვარებული ადამიანები). ასეთებისთვის მთავარი არის თვითონ უყურონ თუ როგორ ირეცხება მანქანა, თითოული ნაჭერი, თითოეული დეტალი. ყოველთვის თავზე ვადგევარ მოიშიკს და მითითებებს ვაძლევ დრა და როგორ გააკეთოს, ან არ გააფუჭოს! ამიტომ მანქანას ყოველთვის ნაცნობ ტიპებთან ვრეცხავ და ვენდობი. ასეთი კატეგორიისთვის ძუძუებიანი მრეცხავი არ გამოდგება. მთავარია მანქანა გაირეცხოს კარგად და ხარისხიანად. შესაბამისად მოსაცდელი და ეგეთები ზედმეტია. შეიძლება ოთახი გააკეთო დიდი შუშის პანორამით რომ იქიდან უყურო როგორ ირეცხება

მარა მთავარია უნდა უყურო!
2) მეორე კატეგორია(ქალები& ჩემი ცოლისნაირები). ამათთვის მთავარია მანქანა გაირეცხოს და შუშებიდან გახედვა შეიძლებოდეს

ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად და მათთვის ნაკლებად დამტანჯველად. ამიტომ ასეთ კატეგორიის ხალხს არ აინტერესებს მოიშიკი რომ 2 საათი რაღაც შავ მაზს უსვამს საბურავებს

მთავარია უცებ გადაავლოს და გაამშრალოს. ამ დროს ეს ხალხი სადმე კომფორტულ ოთახში უნდა დასვა, დაუდგა ჟურნალების მაგიდა და მისცე ვაიფაი. ნუ ყავა და რამეც მოჟნა. ტელევიზორს თუ ჩამოკიდებ და თურქულ სერიალს გაუშვებ მთლად უკეთესი.
3) კაცები ნაკლები სიყვარულით მანქანისადმი. ასეთ ტიპებს მანქანა ყავთ მარა იმენა გადაადგილების საშუალებად იყენებენ. არანაირი ქვე გრძნობები და სიყვარული. ამათთვისაც მთავარია მანქანა გარედან და შიგნიდან ერთი შეხედვით გაირეცხოს რაც შეიძლება მალე. ასეთ ტიპებს ყოველთვის ეჩქარებათ და ხარისციხ დიდად არ აინტერესებთ. ასი წელი არ იხედებიან კაპოტის ქვეშ ან კრილოების ქვეშ. ასეტს შეგიძლია შეუქმნა რამე კაფეტერია, ინტერნეტი, მოსაწევი, კომფორტული დასაჯდომი და მალე უნდა გაურეცხო რაც მთავარია.
კიდევ კარგი იქნება მოიკაზე ჩაწერა შეიძლებოდეს. უნდა იცოდე თითოეული ბოქსი რამდენ ხანს ანდომებს მანქანას და იმის მიხედვით განსაზღვრო რამდენ ხანში განთავისუფლდება. შესაბამისად ვინმე რომ დაგირეკავს გარეცხვა მინდაო, ეტყვი 30 წუთში მოდი და შენი რიგი იქნებათქო.
საქართველოში არსად მინახია მარა ერაყში მუშაობს მოიკები კონვეირის პრონციპიტ. ანუ რომ შედიხარ ეგრევე 4 კაცი ეცემა და შიგნიდან კომპრესორის დიდი წნევით ჰაერს უბერავს, პილასოსს ატარებს. რაც მტვერი და ნაგავია ეგრევე გარეთ იყრება. მაქს 3 წუთი. მერე მანქანა გადადის მეორე ბოქსში სადაც 2 დიდი წნევიანი შლანგიანი ბიჭი და 3 როჟა ბუბკით და ქაფით ეცემა ეგრევე და ტან რეცხავენ ტან ქაფავენ. ერთი მხარე გაქაფულია არაა ბოლომდე რომ მეორე იწყებს უკვე დაკერხერებას. ესეც მაქს 5-7 წუთი გრძელდება. ამის მერე მანქანა გადადის შემდეგ ბოქსში სადაც ასევე 4 კაცი მიესევა და შიგნიდან წმენდა, გაპრიალება და გარედან გამშრალება მიდის. ანუ რომ უყურო ისე სწრაფად მუშაობენ დამუღამებული აქვთ რომ თვალს ვერ მოაცილებ. ბოლოს გასასვლელთან მიდიხარ სადაც ფულს იხდი და სანამ ხურდას დაგიბრუნებენ ტიპი უკვე გაწმენდილ კოვრიკებს აწყობს და საბურავებს კრემავს

ჯამში მაქსიმუმ 20-25 ლენდკრუიზერი გარეცხილია ხოლმე
This post has been edited by Gianni on 11 Dec 2015, 11:22