დღეს მაგარი ვიქაჯე მაგისტრალზე, რუსთავიდან ფონიჭალაში მოვდიოდი. ხოდა სანამ ფონიჭალაში შეხვალ, მაგისტრალზე ბუგორია, იქ შევანელე, მარჯვნიდან გადავიარე ბუგორზე გვერდულის საშუალებით და რომ დავძარი, ეგრევე გასწრებაზე გადავედი გვერდულიდან ჯერ პირველ ზოლში და მივაბი და მეორეში რომ გადავდიოდი, უკვე მანქანა მიახლოვდებოდა და იმას ჩავუჭერი ოდნავ, დამისიგნალა და მოვასწარი შენელება. ძალიან უყურადღებოდ მოვიქეცი, აი ძალიან. ნერვები მეშლება ჩემს თავზე ეხლაც. პირველად დამემართა ამდენი ხნის მანძილზე, თან ამდენს დავდივარ.
მაგრამ მეც მექაჯნენ. ორთაჭალაში, მაგისტრალი რომ მთავრდება, შუქნიშანზე არის მოძრაობის 2 ზოლი წინ წამსვლელებიდან და მე ვდგავარ პირველში და მარჯვნიდან გამოაჭრა ვიღაც დელიკამ. იმენნა არ დავუთმე და სიგნალები ავუტეხე, მაგრამ დაამუხრუჭა და გადავრჩით, უფრო სწორად, გადარჩა თორემ მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მიმეშვა ისე მქონდა ნერვები მოშლილი ჩემი მანამდელი ქაჯობის გამო. მერე კიდევ ორთაჭალაში, ფრეგოს მერე რომ შუქნიშანია, იქ მარცხნივ მოხვევისას ჩამიჭრეს და ასე სიამტკბილობით ვიარე მთელი გზა, მაგრამ მაგ ჩაჭრებს უკვე აღარ ვათვლი ხოლმე, რეაქცია აღარ მაქვს. ეგ არის ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენა და უკვე წინასწარ ვუთმობ ხოლმე მასეთებს.

პ.ს. ციმციმა ჩართული მქონდა ქაჯობის მომენტში, მაგრამ იასნია, რომ არ მაპრავებს. უბრალოდ, შეიძლება მართლა დაერტყა იმას, ციმციმა რომ არ მქონოდა ჩართული. სავარაუდოდ მიხვდა რამხელა სლეობის (რას ვწერ ჩემს თავზე

) გაკეთებას ვლამობდი და იქნება დამითმო კიდეც.
GEORGEXIIIEMZ-089ვიდეო დადეთ მერე თქვენი ერთობლივი "ქაჯობის"!
This post has been edited by serjhanti on 1 Apr 2016, 09:11