biboia777და როგორ ფიქრობ ის გატურბინებული 330 რამდენხანს ივლის სანამ გაძვრება ყველაფერი?
მ3 უკვე ოპტიმიზირებულია მასეთ დატვირთვებზე
----------------------------------
დღეს დავტესტე ელექტრო ნისან ლიფი
1. უცნაური ისაა რომ არავინ ყურადღებას არ აქცევს მაგ ავტოს. ყურადღება იმენა ნული არის

2. ძაან უცნაურია რომ არც ძრავი და არც კოლოფი არ გააჩნია
3. ეკო რეჟიმში იმენა მკვდარია, ტრუპია, საერთოდ არ ინძრევა მაგრამ ძაან ცოტა ენეგიას ხარჯავს და პრიბორებში ნაძვის ხეს სდის

4. ნორმალურ რეჟიმში უკვე არ უშავს 110 ცხენის ძალა და 280 თორქი ნორმალურია, ვერ ვიტყვი რომ სწრაფი მანქანაა მაგრამ არც არის მაგაზე გათვლილი.
5. კუსტბაზე ასვლაზე 1-2 მივადგი და ბატარეას 10% მოაკლდა

უკან ჩამოსვლაზე 3% დაემატა რეკუპერაციის რეჟიმში. მაგრამ ძაან ამუხრუჭებს იმენა 30-20 ზე ჩამოყავს სიჩქარე და აქსელერატორზე გიწევს ცოტა მიჭერა.
6. ძაან რბილი და მგძნობიარე ელექტრო რული
7. საკმაოდ მკვეთრი მუხრუჭები
8. მუხრუჭს რომ აუშვებ ავტომატიკასავით იწყებს მოძრაობას.
9. მაღალ სიჩქარეზე საკმაოდ იხრება მოსახვევებში. ყველაზე უცნაური მაღალი სიჩქარეა არც ხმა ისმის და არც სიჩქარეებს რთავს. დაბალ სიჩქარეზე კიდე წარმოიდგენ რომ კაი ხმა იზოლირებულ ავტოში ზიხარ მაგრამ მაღალი სიჩქარე იმენა სტრანნია.
10. საკმაოდ ხისტი შეკიდება აქვს. ვერის აღმართზე მაგარის დახტოდა და ბრახუნობდა.
11. ერთ დატენვაზე 100 კმს გადისო მითხრეს. მე არ შემიმოწმებია.
12. 5.8 კმ დაწერა 1კვ ენერგიაზე. რაც ჩემი გამოთვლებით და დღევანდელი ფასებით 2.8 ლიტრია თუ სწორე მახსოვს 100 კმ-ზე. (მაგრამ არაეკონომიურად ვატარე ნაწილი ასე რომ ეგ ციფრი შეიძლება შეიცვალოს ყოველდღიურ მოხმარებაში).
13. სალონს არ უშავს. ტყავის სკამები გამათბობლებით. ნუ ტორპედო პლასტმასი მაგრამ ასატანი.
14. პრიბორებს არ უშავს ლამაზი გაფორმებაა.
15. ქალაქში ნელა სამოძრაოდ კაი ავტოა. ცოტა რომ გაარაზგონო არ ვარგა მაგ საქმისთვის არაა საგონკაო ავტო.
16. საერთო შეფასება ალბათ 3 - 3.5. (5 იანი შკალიდან)