სხვები ხომ რას ამბობ, სულ სმენაზე არიან ჯარიმების შიშით...
chackabureჩემის აზრით არასწორი მიდგომაა საკითხისადმი. ჯერ ერთი, მეეჭვება ამ პეტიციის შემდგენი და მომხრეები მარშრუტკების და ტაქსების მგზავრების უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. მეორეც ჯარიმების გაზრდა თუ გამკაცრება კონკრეტული ჯგუფისათვის არავითარ შედეგს გამოიღებს.
რა ჯარიმებიცაა, ჯერ ის აამოქმედონ და თუ შედეგი არ გამოიღო, მერე ვილაპარაკოთ რამის გამკაცრებაზე. მარშრუტკებს რაც შეეხება, მარტო მე მხვდებიან ისეთი მძღოლები, სარკეში რომ იყურებიან? ტაქსები ცალკე თემაა - დაუწესონ რაღაც კრიტერიუმები და მორჩა. და ასაკს რაც შეეხება... ჩემის აზრით, არამარტო ასაკოვანი მძღოლები სცოდავენ, არამედ ზედმეტად ახალგაზრდებიც... ერთნი ვეღარ აზროვნებენ, მეორე კატეგორიას - სისხლი უდუღთ, თავში უქრით და სხვა სამყაროში დაფრინავენ...
ამ ყველაფრის წამალი კი არსებული ჯარიმების ამოქმედებაა... და მთლად უკეთესი - ყველასთვის გამკაცრება!

პ.ს. რამდენი ვიბოდიალე...
This post has been edited by keen on 15 Feb 2016, 19:44