მანქანას ხშირად რო რეცხავ, ეს კარგია !!! მთლად სამჯერ ვერ ვახერხებ, მაგრამ ჭუჭყს მანქანაზე ნამდვილად არ ვაჩერებ
თუმცა, ჩვენთან ერთი პრობლემაა...ჩვენი სამრეცხაოები და მათი მომსახურების ხარისხი:
1. ქაფის ხარისხი - ქაფები როგორც წესი უხარისხო აქვთ და ამ ქაფებით გარეცხვის მერე, მანქანაზე თუ რამე დამცავი ცვილი გაქვს წასმული, ძალიან მალე აცლის....პლიუს ამას ემატება, რომ უხარისხო ქაფი, რომელიც უფრო ჭუჭყი რომ ადვილად მოხსნას იმაზეა გათვლილი, გრძელვადიანად საღებავის ლაკს ახუნებს

2. ტილოები და გამშრალება - მე რაც მაქვს ნანახი, ტილოების უმეტესობა გაუხეშებულია და გამშრალებისას დიდი რისკია, რომ მანქანას ე.წ. swirl marks გაუჩინოს და აჩენს კიდევაც...
ეს თემა განსაკუთრებით პრობლემურია თუ მუქი ფერის მანქანა გყავს, რადგან რამდენადაც უფრო ეფექტურია, იმდენად განსხვავებული მოთოხვნები აქვს მოვლის ამბავში....
იდეალური სიტუაციაა, თუ სახლში გაქვს გარეცხვის პირობები (რაც ალბათ ძაან ცოტას თუ გვაქვს აქ)...
ამიტომ, მე უკვე 2 წელია თითქმის, ჩემ მანქანას (მუქი ლურჯი) სხვას არ ვარეცხინებ...დავდივარ ლარიან სამრეცხაოებზე და მე თვითონ ვრეცხავ....ჩემივე ქაფით და ჩემივე ჩვრებით ვამშრალებ....
რაც შეეხება ცვილების ხარისხს...სონაქსი პრემიუმ ბრენდია...საქმე იმაშია, რომ როცა ამბობენ სონაქსი არ ვარგაო მანდ რამდენიმე საკითხია:
1. რომელ სონაქსზეა ლაპარაკი - არის სონაქსები, რომლის დანიშნულებაა უფრო გაპრიალება, ვიდრე საღებავის დაცვა...შესაბამისად, ასეთი სონაქსით რო აპრიალებ, იმას ზევიდან სხვა ვაქსი უნდა გადაესვას, რომ გაპრიალებული ზედაპირი დაიცვას...
2. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საღებავის ე.წ. გაწმენდას, მანამ სანამ ვაქსს წაუსვამ...ანუ, თუ მაგალითად, მანქანას მხოლოდ რეცხავ და ლაქს ე.წ. კლეი ბარით არ ასუფთავებ წელიწადში ერთხელ, ვაქსს ის შედეგეი არ ექნება არც ვიზუალის მხრივ და არც გამძლეობის მხრივ
ანუ იმის თქმა მინდა, რომ თუ სწორად იყენებ, სონაქსი ძალიან კარგია...გერმანული ბრენდია, ძალიან დიდი გამოცდილებით ამ საქმეში...
თუმცა, ჩემი ფავორიტი მაინც მეგუიარია
მეგუიარს აქვს ე.წ. 5 საფეხურიანი სისტემა საღებავის მოვლის....ამას ერთხელ რო გააკეთებ და მინიმუმ ორი წელი გაწმენდვა და გასუფთავება მანქანის ლაკს აღარ დაჭირდება...
https://www.youtube.com/watch?v=c6B7V1bBq98 * * *