თუ ფარების ოდნავ ჩამუქება გინდა მალიართან მიდი და უთხარი ფარების ჩამუქება მინდა ლაკით თქო.
ლაკში ცოტა შავ კრასკას აურევს და ისე დაასხავს. თუ რამოდენიმე ფენას დაასხავს უფრო ჩამუქდება. სიტყვაზე რამოდენიმე ფენა დაასხა და ძაან ჩამუქდა, არ მოგეწონა... გადაშკურკავს ცოტას და გაღიავდება. მერე ლაკი დაესხმევა და გაპალიროვკდება კრემებით.
თუ ჩამუქება არ გინდა მარტო ლაკი დაასხმევინე, 1-კვირა იარე ეგრე და მერე გააპალიროვკებინე.
მე დაჯე ამას წინათ ვნახე M5-ზე უკანა ფარებზე დასხმული მწვანე და შავი ნიტრო არეული ლაკში. ძაან მაგრად მომეწონა. კაი გაკეთებული იყო. თეთრი ადგილები რაც აქვს ფარებს ისენი ჰქონდა დამუქებული მხოლოდ.
kakhakakhiani გავრეცხე მატორი და ჩემ ნამუშევარს 10-დან 9-ქულით შევაფასებდი. აი სითხეს რაც შეეხება 10-დან 8-ქულით შევაფასებ 1:4-ზე გაზავებულს. 1-2 პატარა ადგილი გამომრჩა იმდენი მებუზღუნა მოიკის მეთვალყურემ

გეგონება ფულს არ ვიხდიდე და რიგებს ვაყენებდე. ნერვებზე იშლებიან ერთ მისვლაზე 10-15 ლარს რო არ ვისვრი ხოლმე.
დაახლოებით ნახევარი საათი მოვუნდი და 1-ლიტრი გაზავებული დავახარჯე ისეთი ჭუჭყიანი იყო. 2-ჯერ გავრეცხე.
ჯერ წყლით ბავანავე, მერე ხსნარი დავასხი, მერე ქაფი და ისე ჩამოვრეცხე. მერე ისევ ხსნარი და წყლით ჩამოვრეცხე. არაფერი არ დამიფარავს პარკებით. მარტო + კლემა ჩავხსენი. უმოწყალო ბანაობა აიტანა ჯიგრულად და ეგრევე დაიქოქა
სადღაც მაქსიმუმ 1-წუთი ჰქონდა პერებოი და ეგრევე გაიტანა.
ნამდვილად კარგი სითხეა, მე პირადად რეკომენდაციას ვუწევ. 10-დან 8-ქულას იმიტო ვაძლევ რო ზოგ მიუდგომელ ადგილებში მაზუთიანი მიწა ისე იყო ჩამჯდარი ატვიორკითაც ძლივს ვაცლიდი
რავი შეიძლება სითხის ბრალიც ვერ იყოს რაც ვერ გააცალა და ჩემი ბრალი იყო რო კერხერი ვერ ჩავატარე კარგად

ძაან სივიწროვეა კაპოტქვეშ.
ბოლოს წყლისგან რო გაშრა ყველაფერი სილიკონი გადავასხი ბოლმად, არ დავინანე და დავაცადე იმასაც ამოშრობა. ლაპლაპებს ყველაფერი კაპოტს რო ახდი

სათამაშოსავით არის
თუ ვინმეს ეკოტეკი მატორით ოპელი გყავთ გარეცხეთ თამამად, არაფერი არ მოიუვა თუ გამართული მანქანაა
* * *
თუ ლაითად ჭუჭყიანი მატორი იქნება ან თუნდაც უბრალოდ ზეთიანი ნახევარი ლიტრი ხსნარი ხელში ამოუვა... მხოლოდ წყლით უნდა გადარეცხვა. ქაფი იმიტომ დავასხი რო ძაან ჭუჭყიანი იყო და ვიფიქრე ქაფიც რამეს იზავს თქო. მარა ქაფის ეფექტი 0-იყო
This post has been edited by e36m3 on 29 Apr 2016, 12:03