ხალხო ნაკენჭურების პრობლემა თუ გაწუხებთ ვინმეს პატარა მეთოდი დავამუღამე რო ცოტა ვიდზე მოვიდეს მანქანა. საჭიროა მანქანის ფერი კრასკა თავისთავად , 1-2 კბილის ჩხირი და ფრჩხილების ლაკი ( ქალებს მოპარეთ

)
ჩემი მანქანის კაპოტი იყო სულ დაცხრილული კენჭებისგან. ზოგან ძაან ღრმად იყო ამოტეხილი კრასკა. სახლში მაქ ჩემი მანქანის კრასკა ერთი 50-გრამი.
ავიღე 1-ცალი კბილის ჩხირი, კრასკა და მივადექი კაპოტს. კბილის ჩხირის წვერი საკმარისია ნაკენჭურების ამოსავსებად. ოდნავ რო ჩაასველოთ კრასკაში ჩხირის წვერი და მერე დაადოთ ნაკენჭურს ნელა-ნელა ამოავსებთ. ზოგან ძაან დიდი წვეთი გამომივიდა და ცოტა ულამაზოდ ჩანს ახლოდან. ნელა-ნელა რო მიჰყვეთ კარგ შედეგს მიიღებთ.
მე ლაკი არ მქონდა არ მიხმარია. იდეაში პატარაზე რო ჩააწოთ კბილის ჩხირი კრასკაში ისე რო ამძვრალი კრასკის კვალი აღარ დაეტყოს და მერე ფრჩხილების უფერულ ლაკში ჩაასველოთ სხვა ჩხირი და ზევიდან ცოტა ლაკიც მიასვათ უფრო კარგი შედეგი იქნება.
იდეაში მაგ ყველაფრის გარდა, 50-გრამი წვრილი აბრაზივნი პოლიროლი რო გადაესვას და ხელით გაპრიალდეს. ბოლოს 50-გრამი სონაქსი გადაესვას და ხელითვე გაპრიალდეს შეიძლება უკეთესი შედეგი მიიღოთ. თუ მოვიცალე მაგისთვის მაგასაც ვცდი უეჭველი
თუმცა მარტო კრასკითაც უკვე ვიდზე მოდის მანქანა. მითუმეტეს თუ მუქი ფერისაა. კრასკა რო სძვრება მერე გრუნტი ცუდად იჭყიტება ხოლმე და ეგ მომენტი რო გვარდება უცებ ვიდზე მოდის მანქანა.
1-2 წერტილზე სცადეთ თუ გაქვთ კრასკა. იქნებ მოგეწონოთ შედეგი.
This post has been edited by e36m3 on 29 Sep 2016, 00:31