არ ვაქებ მარა ნურც ძალიან გალანძღავთ სონატას
2013იანი მყავს, ცენტრის ოღონდ, 70 აქვს გავლილი და ერთი თეთრი ზედმეტი ხარჯი არ გამიწევია, 18იან დისკებზეა თან, პერედოკი როგორიც იყო როდესაც გამოვიყვანე იგივეა ეხლაც

გააჩნია როგორ მოვლილს იყიდი, თუ ცენტრის მანქანას იყიდი, რომელიც ნომრალურად მაინც არის მოვლილი არანაირად არ გაგაწვალებს. ამერიკულზე არ ვიცი რა გითხრა.
პლიუს კიდე ქემრიზე ძალიან წინ არი დიზაინით
* * *
ხო ისე, არ შევაქე იმიტო რო უბრალოდ ჰიუნდაია და მორჩა

თორე როგორც აღვნიშნე, ჯერ არაფერი გამფუჭებია, ძალიან რბილადაც დადის დიდი დისკების კვალობაზე, ტრასაზეც სტაბილურად დგას, რაც მაგ კლასს მოეთხოვება ასრულებს, ქემრიც მიტარებია და ეგრე არ ირწევა როგორც ტოიოტა.
ტაკ შტო, კარგ სონატას თუ ნახავ, გირჩევ ცენტრის მანქანას, რომელსაც შეიძლება გარანტიაც არ ჰქონდეს გასული (მარა მაგ ფასში ალბათ გაგიჭირდება) , არ იქნება ხელიდან გასაშვები