Amo_bakმოკლედ აგიხსნი მეც ჩემს გამოცდილებას.
ვმუშაობ ტოიოტა ცენტრ თეგეტაში და რაღა თქმა უნდა ხშირად ვხედავ prius-ების პატრონებს და ასე თუ ისე ვიცი რას უჩივიან მომხმარებლები.
თან მყავს Honda insight 2009 წლიანი.
ასეთი სიტუაცია. ახალ პრიუსს არც შეადარო ინსაითი, ახლოსაც არაა. რეალურად insight 2009-2014 წლების მოდელი insight (მეორე თაობა) არის პრიუსის 2003-2009 წლების მოდელის (მეორე თაობა) კონკურენტი ფასით.
ეს ორი მოდელი ღირს დაახლოებით ერტი და იგივე ფასი. მესამე თაობა პრიუსი ბევრად მაგარი მანქანაა ვიდრე ჰონდა.
რაც შეეხება ჰიბრიდების მუშაობის სტილს. ჰონდას ჰიბრიდის მუღამი ისაა რომ ელექტრო ძრავი არის მთავარი შიდა წვის ძრავის დამხმარე აგრეგატი რომელიც უმსუბუქებს მუშაობას შიდა წვის ძრავს და ამის ხარჯზე წვავს მანქანა ცოტას. ტოიოტას ჰიბრიდის მუღამი ისაა რომ არის მომენტები როდესაც ძრავი სრულიად ჩამქვრალია და მანქანა მოძრაობს ელექტრო ძრავის ხარჯზე.
წვით პირუსი ცოტა უფრო ეკონომიურია ვიდრე ჰონდა. მე პირადად ჰონდა ქალაქში მიწვავს 6-6.5 ლიტრს. ( არ მაქვს ეკონომიურად ტარების სტილი), პრიუსზე იძახიან 5-6 ლიტრს. ტრასაზე ჰონდამ დამიწვა 4-4.5 ლიტრი. პრიუსი არ ვიცი ტრასაზე რამდენს წვავს.
ჯერ ამ ჰონდის პრობლემებს ნამდილად არ ვიცნობ, ახალი ნაყიდი მყავს და ისედაც სვეჟია 70-იც არ აქვს გარბენი. ზოგადად სუსტ წერტილად თუ შეიძლება ისი მივიჩნიოთ არის ის რომ ჰონდის ვარიატორებს 20-30-ზე სჭირდება ზეთის შეცვლაო როგორც გამოცდილი ჰონდის მფლობელები იძახიან. დალშე რა თქმა უნდა ვირივითაა. fit-ის ნაწილები აქვს როგორც ვიცი. ჯერ არაფერი დამჭირვებია.
პრიუსის მინუსები ისაა რომ მანქანა თU კარგად შენახული არაა, იცის არასასიამოვნო სუნი ჰიბრდის ელემენტებიდან გამოდის საზიღარი მჟავე სუნი და მაგის განიავება ჭკუიდან გადაგიყვანს. სხვა მხრივ ნუ პრიუსი უმოწყალოდ ვირი როა ეგ გაგონილი კი გექნებათ. ბოლო ბოლო ქართველი რომ მოდელს სატაქსაოდ ააღცევს ზნაჩით ექსტრემალურად ვირი მანქანაა. პატრონებიც მაგას იძახიან ხოლმე რომ ძალიან ამტანი მანქანაა.
ჰიბრიდებს თუ შევაფასებთ, მე რომც არ გითხრა მსოფლიო აღიარებს ტოიოტას ჰიბრიდებს. დღეს დღეობით N1 ჰიბრიდების მწარმოებლად ითვლება ტოიოტა. synergy drive არის ყველაზე დახვეწილი ჰიბრიდი მაგრამ ნუ ჰონდასა არაუშავს. კაი ტიპია მოკლედ ძალიან ორივე.
ჰონდის მათავარი პლუსები ისაა რომ ცოტა უცხო ვიზუალი აქვს (მიუხედავად იმისა რომ ფორმით ძალიან გავს პრიუსს და სამსახურში ჩემთან ცრვიუსი შეარქვეს, CRV + Prius), უფრო თანამედროვე სალონი აქვს, ახალი წლოვანება და ა.შ.
ტოიოტას დადებითი მხარეა უფრო დახვეწილი ჰიბრიდი, ექსტერიერის ბევრად ადვილად შოვნადი ნაწილები (რაოდენობიდან გამომდინარე), ცოტა მეტად ეკონომიური და სხვა რავი.
შენზეა დამოკიდებული, ორივე ძალიან გამძლე და გამომდგარი მანქანაა. უნდა გადაწყვიტო, ფასის, მდგომარეობის და ვიზუალის მიხედვით. ეკონომიურობაში იმდენად მცირეა სხვაობა რომ მაგ მხრივ აზრი არ აქვს მგონი რომელს იყიდი. მთავარია რომელი უფრო მოგეწონება ვიზუალურად.
აუ რამდენი დამიწერია

ესეც ვიდეოები
This post has been edited by Kvanto_GT on 26 Mar 2016, 14:31