GEORGEXIIIხოდა ავტომატს მიუმატე ერთი ლიტრა წვა და ეგაა

ისე W210 ის ჩამოყვანა აწი არ ვიცი რამდენად გამართლებულია, აქ ყიდვაც რავიცი, ნორმალურ მანქანას რას იშოვი
მამაჩემსაც უნდა ახლა ახალი ML რო იყიდოს ისიც დიზელი, მაგრამ მგონი ამას არ გავყიდით, რა მოვუხერხოთ ისიც არ ვიცი, 3.5 არის დაახლოებით ახლა მაგ მანქანის ფასი და რამეს არ წყვეტს ეგ თანხა დავუშვათ გაყიდვა რო გადაწყდეს, მარა რა უნდა მოვუხერხოთ ეგ არ ვიცი

რეალურად არავის არ ჭირდება

მე საერთოდ არ ვარ საქართველოში, დედაჩემი ვიტზს ვერ აპარკინგებს წესიერად მაგაზე რას იზამს წარმომიდგენია
ისე ამ 7 წლის განმავლობაში ერთხელ იყო მარტო რო ცოტა გვანერვიულა მაგ მანქანამ, ფეჩი ურევდა რა, ზამთარში, ჩართვით არ ირთვებოდა. კაროჩე ცოტა იმარჩიელეს ხელოსნებმა, 4 თუ 5 აზრი თქვეს სხვადასხვა, არცერთს არ დავუჯერე და მერე ავჭალაში მიიყვანა მამაჩემმა, თერმოსტატის დაჩიკი იყო გამოსაცვლელი, 25 ლარი მივეცი დაშლილებში და ვსო, სხვა რამე რაც არაცვეთადია მანქანაზე გაფუჭებოდეს არ მახსოვს

ნუ ერთი კია 99% სულ მამაჩემი იჯდა მანქანაზე, არასდროს სერვისი არ დაგვიანებია და არასდროს ნაგრუსკაზე არ უმუშავია, დალშე მაგრად გამოგვადგა რა