se-w910ძრავს აქვს მასისთვის ცნობილი 2 პარამეტრი, ბრუნი და ცხენის ძალა, მაგრამ არის მესამე პარამეტრიც, რომელიც ვთვლი რო უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის და ზოგადად არანაკლებ საყურადღებო მასისთვის...
ეს არის იგივე ნიუტონ მეტრი, ანუ ცხენის ძალა ემსახურება რაღაც სიჩქარის შენარჩუნებას და თორქი ზოგი ნიუტონსაც ეძახის ემსახურება აჩქარებას, გამწევ ძალას, ანუ რაც მეტია თორქი უფრო კარგად ჩქარდები...
რეალობაში რო ვთქვათ ძრავის ძალაა, ანუ აი დატვირთული დიდ აღმართში თუ დიდი თორქი აქვს ძრავს 2-3 სიჩქარით ავა და დაბალ თორქიანი ძრავით იგივე მანქანა იგივე წონით 1 სიჩქარით...
ასევე აჩქარებას ემსახურება...
აი დიზელებს აქვს დაბალი ცხენის ძალა მაგრამ აქვთ დიდი თორქი, ამიტომაა ტვირთის სათრევად დიზელს რო არჩევენ, ასევე ნაკლებად ეტყობა დიზელს რამდენი კაცი გიზის და რა ტვირთი გაქვს მიდის მაინც

ბენზინზე დიდი სხვაობაა...
მაქ არის ნიუანსები კიდევ რა ბრუნიდან მიიღწევა მაქსიმალური თორქი და სანამდე მიყვება, როგორც წესი ცხენების პიკი მაღალ ბრუნზეა, ხოლო თორქი შუას ქვევიდან ან შუას ცოტა ზევიდან ხოლმე გააჩნია ძრავს...
რაც დაბლიდან აქვს თორქი უკეთესია, დაბალი ბრუნიდანვე უფრო იწევს და აჩქარებისას ნაკლებად გჭირდება დაბალ გადაცემაში გადართვა რათა უკეთესი აჩქარება მიიღო...
Power is nothing without control...