ელისიონს ვერ გეტყვი როგორია, არ ვიცი.
იპსუმს რაც შეეხება, კომფორტის მხრივ ბევრნაირი კომპლექტაციაა და უნდა შეარჩიო. არანაკლებ კომფორტულია იპსუმიც:
ქსენონის ფარები (ზემოთ-ქვემოთ რეგულირებით);
წინა და უკანა პარკინგის სენსორები;
წინა და უკანა ხედვის კამერა; წინა კამერის შემთხვევაში სამ ნაწილად შეიძლება ეკრანზე გამოსახულება გაყო, გვერდებზე და მანქანის წინ, დაბლა. უკანა ხედვის კამერა იდეალურია დაპარკინგების დროს თავისი მონიშვნის ხაზებით;
კონდიციონერი: წინ, შუაში და უკანა რიგისთვის (ნუ კონდი ერთია რა თქმა უნდა მაგრამ უბერავს სამივე ზონაში)
მოძრაობის ზოლების სენსორი (თუ ხაზიდან გადახვედი მოხვევის მაჩვენებლის ჩართვის გარეშე ინდიკატორი ციმციმებს და ხმოვანი სიგნალს გამოსცემს (ეს რისთვისაა ვერ გავიგე, თუ ჩაგეძინა ეს ვერ გიშველის)

ალკანტარას სიდენიები (გააჩნია კომპლექტაციას);
სალონში 110 ვოლტი ცვლადი დენი აქვს; შესაერთებელი იაპონური სტანდარტია, მაგრამ გადამყვანით შეგიძლია ჩვეულებრივი ჩვენი სტანდარტის ტრაინიკი დააერთო და ჩვეულებრივ დატენო მობილური და ასევე ლეპტოპი; (თუ არ ვცდები 100 ვატამდე სიმძლავრის ტექნიკა შეგიძლია ამუშაო)
აუდიო და ვიდეო სიგნალის შემავალი პორტები - შეგიძლია DVD სიგნალი გაუშვა მონიტორზე, ნუ თუ იაპონური სტანდარტით ჩაწერ დისკს. აქ რომელიღაც თემაში ეწერა რომ ჩვეულებრივი სეტ ტოპ ბოქსი შეგიძლია გამოიყენო და ტელევიზიაც იმუშავებს. მგონი რომ კვების გადამყვანიც არ დაგჭირდება, 110 ვოლტზე იმუშავებს ჩვეულებრივ;
მულტი რული - ხმის აწევა ჩაწევა და CD-ის შემთხვევაში ტრეკების გადართვა; დანარჩენ ფუნქციებს ალბათ ვერ გამოიყენებ
თუ გაზის ჩაყენებას აპირებ, უკან აქვს იმხელა ადგილი, რომ 16 კუბიან ბალონს ჩადებ და სალონში საერთოდ არ გამოჩნდება;
შუა რიგის სკამები და უკანა რიგის სკამები შეგიძლია ჩაკეცო და (თუ დაგჭირდა) სალონი გამოიყენო ტვირთის გადასაზიდად ან საძინებლად
ტრასაზე მაგრად დგას, მანევრი კარგი აქვს, გაწევაც მშვენიერი, გამძლეც არის.
ოღონდ უნდა შეარჩიო კომპლექტაცია ყველაფერი რომ ქონდეს, მათ შორის ლუქი, არის ასევე ორ ლუქიანი ვარიანტებიც.
ჯობია რელინგებიანი ვარიანტი მაღლა საბარგულისთვის დასამაგრებლად;
წვა ქალაქში 10-12 ლიტრი (გააჩნია ტარების სტილს); ტრასა 8-9 ლიტრი.
არ უნდა იყიდო წინა ელექტრო ამორტიზატორებზე, როგორც ჩანს დაბალი რესურსი აქვს და მალე გამოდის მწყობრიდან. ჩვეულებრივი ამორტიზატორები უფრო გამძლეა. ასევე 2 ხიდიანის შემთხვევაში უკან ბალონს ვეღარ ჩადებ მოხერხებულად;
შეიძბელ რამე გამომრჩა და ჯობია drom.ru -ზე გაეცნო გამოხმაურებებს თუ დაინტერესდები.
წარმატებები.