
22 მაისს წარმოგიდგენთ 2016 წლის სეზონის პირველ ეტაპს წრიულ რბოლებში!
დეტალურ ინფორმაციას დარჩენილი დღეების მანძილზე მოგაწვდით (თვალი ადევნეთ პოსტებს). მანამდე კი გეტყვით, რომ თვალწარმტაც VIP ავტოსადგომთან ერთად, მაყურებლებს გათამაშებებით წაგახალისებთ საკმაოდ საინტერესო პრიზებით, რომლებსაც ამ ეტაპზე სიურპრიზად დავტოვებთ.
გელით 22 მაისს!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

მედიის საყურადღებოდ!
2016 წლის წრიული რბოლების სეზონის I ეტაპზე (21-22 მაისს) მედიის აკრედიტაცია მოხდება ფოტოზე აღნიშნულ შემოსასვლელში (ე.წ "შლაგბაუმებთან").
აკრედიტაციის გავლის შემდეგ (მიუთითებთ სახელს და გვარს, მედიის ტიპს, ორგანიზაციას, საიტს, ბლოგს და სხვ.) გადმოგეცემათ "ბეიჯები" და უსაფრთხოების „ჟილეტები“. შეჯიბრის დასრულებისთანავე უსაფრთხოების „ჟილეტებს“ დააბრუნებთ იმავე ადგილას, ხოლო "ბეიჯები" თქვენი საკუთრება გახდება, რითიც შეძლებთ მთელი სარბოლო სეზონის განმავლობაში სარგებლობას.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ძვირფასო მეგობრებო,
მათთვის, ვინც სისტემატურად ეცნობა ჩვენ პოსტებს და თვალყურს ადევნებს ავტოსპორტში მიმდინარე მოვლენებს, გადავწყვიტეთ ვიქტორინა შემოგთავაზოთ.
11 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით გათამაშდება 44 ბილეთი სეზონის გრანდიოზულ გახსნაზე.
გათამაშება ჩატარდება ვიქტორინის სახით, 11 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით ყოველდღე, 15:00 და 21:00 საათებზე.
პირველი სწორი კომენტარის ავტორი საჩუქრად 2 ბილეთს მიიღებს.
წარმატებებს გისურვებთ!
ღონისძიების ბმული:
https://www.facebook.com/events/244610952570621/ » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თვლით რომ თქვენი ავტომობილი გამორჩეულია?
თვლით რომ თქვენი ავტომობილი სეზონის გახსნის VIP ავტოსადგომზე დგომას იმსახურებს?
თუ კი ეს ასეა, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი ავტომობილის სურათი (პირად შეტყობინებებში ფეისბუკის გვერდზე).
მსურველებს და შემდგომ კანდიდატებს (არჩევის შემთხვევაში) უმორჩილესად გთხოვთ:
1. გამოაგზავნოთ სურათები მხოლოდ და მხოლოდ პირად შეტყობინებებში, რადგან კომენტარში დამატებული ავტომობილის სურათები არ განიხილება;
2. გყავდეთ ავტომობილი სუფთა მდგომარეობაში;
3. გამოცხადდეთ დათქმულ დროზე.
https://www.facebook.com/Rustavi1/