Aleqsandreeeგუშინ ჩამოვიყვანე როგორც იქნა,
40 ლიტრი ჩავასხით ფოთში და 15-16 ლიტრი ისევ დგას, 350 კმ-ზე დაწვა 25 ლიტრი მაქსიმუმ
ძაან ბევრი ხალხია ფოთში, კონტეინერები გასახსნელი, და კიდევ გზაშიც ძალიან ბევრი მანქანაა
ესეიგი, რა განსხვავებაა ვარიატორ ვოქსსა და ავტომატიკა ვოქსს შორის :
ვარიატორი აჩქარებას უფრო მალე გაძლევს ვიდრე ავტომატიკა, ვარიატორით 100კმ./სთ რო მიდიხარ ტახომეტრი 2-ზე დგას
ავტომატიკით 100კმ/სთ რო მიდიხარ ტახომეტრი 2,5-ია,
ვარიატორი შედარებით წყნარად დადის, ავტომატიკა 100-ის მერე ღმუის

თუმცა ძალა ავტომატიკას უფრო მეტი აქვს ვიდრე ვარიატორს ....
ერთიც მყავს და მეორეც, მაგრამ ვერ გადავწყვიტე რომელი ჯობია

ვარიატორი გაგიფუჭდება , უნდა ამოიღო, გადააგდო და ახალი ჩადგა
ავტომატიკას კი არემონტებენ მაგრამ ის აღარაა რაც გარემონტებამდე იყო
ასე რომ - ვიტოვებ ვარიატორს მგონი ... უფრო, ეკონომიურობის გამო ....