სანდრო, 15.000კმ გავატარე სუსტინაზე და ამხელა გარბენში 300გრ. მოიკლო მხოლოდ, გააჩნია ვინ როგორ უვლის მანქანას
ზეთის ამხელა რაოდენობით წვა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ზეთის სწორად შერჩევაზე, ბენზინისა და თავად ზეთის ხარისხზე, სვეჩებზეც კი.
ბენზინს რომპეტროლის პრემიუმს ვასხავ, მაღალხარისხიანი ზეთი მისხია, აბა უხარისხო ან არასწორად შერჩეული ზეთი ჩამესხა რასაც ნებისმიერ ზეთისშემცვლელ პუნკტში გთავაზობენ, ჩემიც 2 ლიტრს დაიკლებდა 8-10K-ზე, სუსტინა ბევრ მანქანაზე მაქვს ნაცადი და ყველგან ერტიდაიგივე დადებითი შედეგი მომცა, ამის გამო ვენდობი ამ ზეთს .......
აქ D-4-ში და VVT-i-ში კი არ არის საქმე, მის ექსპლოატაციაშია, თუ არ მოუარე რა მანქანაც გინდა გყავდეს და რა ძრავიც გინდა ქონდეს, აზრი ???
მეგობარმა მომიყვა ამ D-4-ზე : ერთ მის ნაცნობს, სიმამრმა აჩუქა ტოიოტა ოპა (D-4 ძრავით), ეს მისი ნაცნობი ისეთი წუწურაქი ვინმე ყოფილა
ღილი რომ ასწყდება და ზამთარს რომ დაელოდება ჩურჩხელა ვჭამო და იმის ძაფით დავაკერო ღილიო, ხოდა ამისთანა კაცს რა ზეთი ან ბენზინი
უნდა ჩაესხა ნაჩუქარ მანქანაში როგორ ფიქრობ ?

ყველაზე დაბალფასიან ზეთს და ყველაზე ნაგავ ბენზინს ასხავდა თურმე და 4 წლის მერე გაიგო რომ
ძრავი D-4 აქვს და უკეთესი ზეთი და ოდნავ მეტი ყურადღება უნდა
საერთოდ, მანქანა გამოდგომაზე და მოვლაზეა ... თუ გამოგადგა და თანაც უვლი დიდ ხანს გასიამოვნებს