toyota12345გუშინ , ლანჩხუთთან ჩავასხი ეგ ოპტიმას პრემიუმი, 1.95 ღირდა
მართალი ხარ, კარგი ბენზინია, ბევრიც არ დაუწვავს და მანქანა კარგადაც რეაგირებდა აქსელერაციაზე.
ვარკეთილში სად არის ეგ ოპტიმას კალონკა ?
დიღომში ვერ ვიპოვნე

მეგობრებო , ვერ წარმიდგენთ როგორ იმოქმედა ქულების სისტემამ
გუშინ სტუმრები ჩავიყვანე ბათუმში და უკან დავბრუნდი,
ძალიან მაგრად გაგიკვირდებოდათ ისე წესივრად დადიოდა ყველა
უწყვეტ ხაზს ხო საერთოდ არავინ ჭრიდა, სიჩქარეს შესაბამისად მაჩვენებლებისა იცავდნენ
ზესტაფონიდან პერევალს რომ შემოვუყევი, შესამჩნევი იყო რომ არავინ ცდილობდა ჩახტომას, გადასწრებას და ფარებს არავინ გითამაშებდა გამიშვიო, ყველა მორჩილად მიუყვებოდა ერთ რიგში მდგარი და მართალი გითხრათ ასეთი სიტუაცია მძღოლისთვის ნაკლებად დამღლელი აღმოჩნდა.
დღეს ქალაქში ვარ სასიარულო და საღამოს დავწერ ქალაქში რა სიტუაციაა
This post has been edited by kvipriane on 3 Jul 2017, 10:32