Aleqsandreeebegishkviprianerereგამარჯობა, ხალხო! იმედია, ზედმეტად არავინ მოგნიშნეთ და არ შეგაწუხეთ.

მოკლედ, მირჩიეთ! ერთმა მითხრა, რომ დეკემბერშიო, გუდაურში შეიძლება, რომ ხალხის წაყვანა დამჭირდესო თბილისის აეროპორტიდან და რამდენი უნდა გადაგიხადოო, მკითხა.
ტურისტული სააგენტო აქვს და ძირითადად ავტონუსებით და მარშრუტკებით მუშაობს. ხოდა რეზერვში ვყავარ როგორც მინივენი და თანაც 4WD. რა ფასი უნდა ვუთხრა? ხალხი რამდენი იქნებაო ვკითხე და არ ვიციო, შეიძლება ერთი, შეიძლება გაგევსოს მინივენიო.
საშუალო ფასი რა ვუთხრა? არ ვიცი ხალხის რაოდენობა. ხალხი თუ იქნა, ბარგიც ექნებათ და საბარგულიც უნდა დავადგა თავზე. 4 კაცს კი ავიტან საბარგულის დადგმის გარეშე (უკანა რიგს დავკეცავ).
მოკლედ, ბარგით და უბარგოდ (ანუ შედარებით მსუბუქად 1-2 კაცის გათვალისწინებით) რა ფასები ვუთხრა?
ვიცი, რომ რთულია ფასის გამოთვლა ეხლა. არ ვიცი რომელ საათზე უნდა დავხვდე აეროპორტში. არ ვიცი ხალხის რაოდენობა და ბარგის რაოდენობა. ამინდზეც ბევრია დამოკიდებული და ა.შ.
საორიენტაციო ფასი მითხარით!
გაზზე ვარ და საწვავი სჭირდება ჩვეულებრივ ტრასაზე წყნარი სიარულით 10 კუბი 100 კმ-ზე. სწორ ტრასაზეა საუბარი.
მიცუბიში გრანდისი მყავს.
This post has been edited by serjhanti on 18 Oct 2017, 10:52