tornike85ადრეც გწერდი, ჩემი ალპარდი ტრასაზე წვავდა 10 - მდე (სრულად 10 ლიტრი არასოდეს დაუწვია)
ქალაქში წვავდა 14-15 ლიტრს , პროპკებში ალბათ მეტსაც.
როგორც კი იაპონიიდან ჩამოვიდა "სვეჩები"ეგრევე დენსოს ფირმის ირიდიუმები მივაყენე (ნჟკ-ს ფირმაც კარგია)
მე ვასხავდი რომპეტროლის პრემიუმს (სოკარსაც ნორმალური ბენზინი აქვს, მაგრამ მანდ აღარ ვასხავ - ეგენი ყოველი ლიტრიდან 1 თათრს მეჩეთის მშენებლობაში რიცხავენ) , ჩაასხი ან რომპეტროლის პრემიუმი, ან გალფის პრემიუმი, ორივე კარგი ბენზინია
გალფზე ლაგუნა-ვერეს რომ გაცდები (ლაგუნა-ვერესთან არა, რომ გაცდები) სანაპიროზე მანდვე არის კალონკა, სამრეცხაოც რომ აქვთ, მანდ მიხვალ პატარა მაღაზიაც აქვთ, ეტყვი ბარათი გამიხსენით-თქო და ფასდაკლებით პრემიუმი გამოგივა 2.28 ლ. დღის განმავლობაში 3 საათის განმავლობაში ქალაქში აქვთ აქცია ბარათით კიდევ 10 თეთრს გიკლებენ, ქალაქის მაშტაბით ხან რომელ კალონკაზე და ხან რომელზე - შეგიძლია ეგეც გამოიყენო, საერთოდ 2,18 გამოგივა
რომპეტროლზე საერთოდ 15 თეთრიანი ფასდაკლება გვაქვს ჩევნ და 2,27-ში ვასხავ პრემიუმს...
ფრეგოსაც კარგი პრემიუმი აქვს (გაწევა კარგი აქვს მანქანას) 2,19 ლ. ღირს, მაგრამ იტყუებიან ლიტრაჟში
ყველაზე ნაღდ და კარგი ბენზინი აქვს ECO-ს სამედიცინოსთან , მაგრამ ნუ ძაან ძვირია 2,50ლ.
მოკლედ , ან რომპეტროლის ან გალფის პრემიუმი ასხი და წვას დაგირეგულირებს, დააყენებს ნორმაზე და გაწევაც მოემატება საგრძნობლად
რაც ჩამოგითვალე მაგ ბენზინებზე ქალაქში 14 იანგარიშე და ტრასა 10-ზე ოდნავ ნაკლები, მეტად ვერ შეამცირებ წვას (2,4-ია ძრავი და ამხელა 2 ტონანახევრიანი მანქანაა და ეხლა მეტი რა ქნას

) - ხო, და სვეჩები ირიდიუმი
* * *
ჩემი პატარა მინივენი (ეხლა ტოიოტა სიენტა მყავს) 1,5-ია ძრავი და 5,8-დან 6,2-მდე მიწვავს 100 კმ.-ზე შერეულ რეჟიმში (ქალაქი/ტრასა)