ბიჭებო მოგესალმებით როგორ ხართ? ჩემი მინივენი ჩამომივიდა რამოდენიმე დღეა ძალიან კმაყოფილი ვარ თითქმის ახალივითაა გარედან რამოდენიმე ნაკაწრი აქვს დიდი არაფერი. ყველაფერი ახალი შეცვლილი აქვს და ისე არის ჩამოსული. რასაც ველოდებოდი იმაზე უკეთესი გამოდგა ბევრად, პასატკის აწევასაც ვფიქრობდი სურათების მიხედვით მაგრამ ძალიან მაგარ პასატკაზეა და 7 ადამიანიც ჩავსვი საერთოდ არ დაჯდა.....
წვას რაც შეეხება დღეს გავავს ბაკი და 100 კილომეტრს რომ გავივლი ჩავამატებ და იმის მიხედვით გავიგებ...
მანქანაში ყველაფერი ადგილეა და რავი იმდენი საბუთები მოყვა ნავიგაცია და ასე შემდეგ
მონიტორს ჯერ ვერ გავუგე ძალიან ბევრი ფუნქციები აქვს უკანა ხედვის კამერაც არის მაგრამ ჯერ ვერ დავამუღამე ეგ. ჩემით უფრო კარგად ვაპარკინგებ იმედია შევეჩვევი

გაზის დაყენებას არც ვფიქრობ თან ახალი რაღაცეები გავიგე ამაზე რომ გაზი საერთოდ არ უხდება, ანუ გაზზე როცა არის დ4 ძრავი წყალს აცხელებს მალ მალეო თან ვოქსებს/ნოაშებს არ აქვს წყლის დაჩიკი აქვს მხოლოდ ნათურა ლურჯი და წითელი და წყალს რო აგიცხელებს წითელ ნათურას არ ანთებსო და ვერც იგებო რამოდენიმე კაცი გავიცანი ვისაც დაესტუკა მატორი, წყალი აადუღა რადიატორმა არ ჩართო გაგრილებაო შლანგები გახეთხაო და დედა უტირაო..... უმნიშვნელო სხვაობას გაძლევს და შემდეგ ერთიანად უფრო ზარალში ხარ....
ავტომობილში ზიხარ როგორც ჯიპში აი ძალიან მაღალ პასატკაზე ხარ და გზას მთლიანად აკონტროლებ. 2.0 ძრავი თავისუფლად ყოფნის ძალიან სწრაფია. მაგრამ ამ ძრავებზე როგორც ამბობდნენ პატარა მინუსი კიდევ ის არის რომ გაჩერებულზე ანუ მაგალითად შუქნიშანზე რომ დგახარ პატარა ძიორგანიები აქ უმნიშვნელო ეს ყველა დ4 ასე აქვსო...... დაჯე მატორის ცეპიც კი ახალი შეცვლილია გერმეტიკა ახალი წასმული აქვს იმ ადგილს მატორს საიდანაც ხსნიან ცეპი რომ შეცვალონ, კარობკაზე აღარ მაქ ლაპარაკი კარაქივით არის ზეთი სუფთა და ერთი დარტყმა არ აქვს, მაგრამ ამას 5 სიჩქარიანი რომ ქონოდა დახატავდა 4 სიჩქარე ტრასაზე მანქანა წვალობს რა.... აი ამით არის ჰონდების ავტომატიკები კარგი
რავი ბიჭებო შენაძენით კმაყოფილი ვარ მადლობა ღმერთს რომ მაპოვნინა ჩემი ცხოვრების ავტომობილი და ყველას ვუსურვებ რისი მუღამიც აქვს ღმერთმა შეუსრულოს და აიხდინოს.... ტრანზიტებით რომ დავდივარ რამოდენიმე მოვიდა და ხო არ ყიდიო დაევასათ ვიდზე ანუ ჩემი არის
sv selection ერთერთი საუკეთესო ნავაროტკა ნოაშებში ანუ ამაზე კარგი არის მხოლოდ l selection
მეგონა რომ ელექტრო კარი ექნებოდა მაგრამ არ აქვს. ანუ რომ ოდნავ რო მიკეტავ თავისით კეტავს პრისოსკაზეა.
აქვს ასევე ქსენონები ბლიჟნები და დალნები ჩვეულებრივი, ასევე ტუმანიკებიც.
უკანა მგზავრებისათვის ფეჩიც და კონდიციონერი. ასევე მესამე რიგისთვისაც.